სოფლის მეურნეობის სექტორის ანალიზი: ღირებულებათა ჯაჭვი და საექსპორტო პოტენციალი.
საქართველოს კლიმატური პირობები მრავალი სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოების საშუალებას იძლევა. თუმცა, საქართველოში წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების უმრავლესობას კონკურენციის გაწევა უჭირს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზრებზე. დაბალ კონკურენტუნარიანობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის დაბალი მოსავლიანობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ღირებულებათა სუსტი ჯაჭვი, მიწის მაღალი ფრაგმენტაცია და მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
მოცემული ნაშრომის პირველ თავში განხილულია საქართველოს სოფლის მეურნეობის ძირითადი პრობლემები, რასაც მეორე თავში მოჰყვება საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორებისა და საექსპორტო პროდუქტების მოკლე მიმოხილვა, მათ შორის განხილულია ევროკავშირის ძირითადი საიმპორტო პროდუქტები.
მესამე თავი მიმოიხილავს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რასაც მეოთხე თავში მოჰყვება ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ევროკავშირში შეტანის პოტენციალისა და პრობლემების შესახებ შემაჯამებელი მიმოხილვა. მეხუთე თავში მკითხველს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია საქართველოში სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის შიდა რგოლების (ნედლეულის მომწოდებლები, ფერმერები და
საოჯახო მეურნეობები, კოოპერატივები, შუამავლები, ბაზრები და მარკეტები, ექსპორტიორები, ადგილობრივი და უცხოელი მომხმარებლები) და მასზე მოქმედი გარე ფაქტორების (ასოციაციები, საკონსულტაციო ცენტრები, განათლების შესაძლებლობები, ფინანსური ინსტიტუტები, სახელმწიფო და დონორო ორგანიზაციები) შესახებ.
მომდევნო თავში შეჯამებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე ის საფრთხეები და გამოწვევები რომელიც მოცემულია სექტორში. მეშვიდე თავი კი აჯამებს იმ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ დაინტერესებულმა მწარმოებლებმა კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ