სალათი, ერწთლიანი ბალახოვანი კულტურაა, მისი წარმოება შესაძლებელია საქართველოს ყველა კლიმატურ ზონაში. მსოფლიოში სალათზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და მათ შორის საქართველოშიც.
სალათის კვებითი ღირებულება მაღალია, იგი შეიცავს A, B1, B2, C PP, K ვიტამინებს, კალიუმის , მაგნიუმის, ნატრიუმის მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავეებს.
სალათის კულტურა ნორმალურ პირობებში წლის განმავლობაში შესაძლებელია 5-6 ჯერ მოვიყვანოთ, ის ყინვაგამძლე მცენარეა, დასაშვებია ღამით +4 ÷ +6 0C , დღისით +კიკი+ 6 ÷ +10 0C, ხოლო ოპტიმალური ტემპერატურა კი გახლავთ +10 ÷ +15 0C. ტენიანობა 60 ÷ 80%.
მისი მოთხოვნა საკვებ ელემენტებზე შემდეგნაირია:
100 კვ/მ-ზე N-1,2კგ , P2O5-0,5 კგ, K2O-1,5 კგ.
EC 1.5-2.5;
PH 6-7.
არსებობს სხვადასხვა ტიპი სალათები, კომპანია კარტლისის ჰოლანდიური სათესლე მასალა:
→ ლოლო ბიონდა -მწვანე ხუჭუჭა ფოთლები;
→ ბატავია -მწვანე ნახევრად ხუჭუჭა ფოთლები;
→ ლოლო როსა- წითელი ხუჭუჭა ფოთლები;
→ აისბერგი- მრგვალი თავის ფორმი;
→ რომანესკო-სადა, სწორი ფოთლები.
სალათი შედარებით მოკლე ვეგეტაციის მცენარეა, ჩითილის გამოსაყვანად საჭიროა 30 დღე, ხოლო მისი სავეგეტაციო პერიოდი განისაზღვრება მცენარის გადარგვიდან 45-55 დღით. მაღალი ჰუმუსის შემცველობის და კარგი მექანიკური შემადგენლობის ნიადაგში, ასევე სწორი ირიგაციის პირობებში, შესაძლებელია მაღალი მოსავლის მიღება.
დარგვის სიხშირე:
→ ლოლო ბიონდა, ბატავია: 25სმ×25სმ; 25სმ×20სმ.
→ აისბერგის ტიპი: გაზაფხული, ზაფხული-
30სმ Х35სმ; 35სმ Х35სმ (9-9,5 მცენარე კვ/მ);
შემოდგომა: 35სმ Х35სმ; 35სმХ40სმ;
→ რომანეს ტიპი: 30სმХ15სმ.
თავის წონა: 500-600 გრ.
მიუხედავად ამ კულტურის მოკლე სავეგეტაციო პერიოდისა, მას აზიანებს შემდეგი დაავადებები და მავნებლები, როგორიცაა: მახრა, ბუგრები, ფრთათეთრა, ჩრჩილი. თეთრი და ნაცრისფერი სიდამპლე, ჭრაქი, ანთრაქნოზი, ნაცარი, რიზოქტონია, ფუზარიოზი.
აუცილებელია მისი წამლობისას გავითვალისწინოთ პრეპარატის ლოდინის პერიოდი, სწორედ ამის გათვალიწინებით არის შედგენილი, კარტლისის მიერ მოცემული სალათის დაცვის სქემა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის მიზანმიმართულ, ყველაზე ეფექტურ გეგმას და მიღებული პროდუქტი 100 %-ით არის უსაფრთხო ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
ლელა გვასალია
კარტლისის აკადემიის ხელმძღვანელი/კომპანია კარტლისის ბოსტნეული კულტურების პროდუქტ მენეჯერი.
იხილეთ (დაკლიკეთ) სალათის დაცვისა და გამოკვების სქემა:
https://drive.google.com/file/d/1V3h6L7aUifmlyvHZhVWp648K5B8HJQYE/view
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“.
დამატებითი კითხვებისთვის, სათესლე მასალისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ გვერდს (დაკლიკეთ): http://www.cartlis.ge/