დღესდღეობით, შალაფა (Sorghum halepense) საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სარეველაა. ის სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, განსაკუთრებით სიმინდს, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, ამიტომ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში შალაფასთან ბრძოლა ფერმერთათვის რთული გამოწვევაა.
შალაფა მარცვლოვანთა ოჯახს განეკუთვნება. ის ფესურიანი, ძნელად ამოსაძირკვი აბეზარი სარეველაა, რომელიც ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, 35-80 სმ სიღრმეზე ვრცელდება. სარეველას ღერო სწორმდგომი, შეუბუსავი და მრგვალია, ფოთოლი ლანცეტისებრი. ერთ მცენარეზე 8000 თესლი ვითარდება, რომლის სიცოცხლისუნარიანობაც 5 წელია, ამიტომ შალაფასთან ბრძოლის გეგმიური ღონისძიებების გარეშე სარეველას სრული განადგურება შეუძლებელია.
შალაფასთან ბრძოლის მეთოდები
სიმინდის კულტურაში შალაფა განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა. ის ახშობს სიმინდს. მისი ნაყოფი-მარცვალი მოგრძო კვერცხისებური ფორმისაა, სიგრძე 3.5-4 მმ, სიგანე 1.5-1.75 მმ. ერთ თათავში 500-800-მდე მარცვალია.
შალაფასთან საბრძოლველად, სიმინდის დაცვის სქემა, აგრონომის პარტნიორი ფერმერებისთვის ძირითადი სახელმძღვანელო მოდელია. მრავალწლიანი დაკვირვებისა და ტესტირების შედეგად გამოვლინდა ის კონკრეტული პრეპარატები, რომლებიც სიმინდის ყანებში სარეველას მოსპობასა და მაღალი მოსავლის მიღებას ხელს უწყობს.
მაღალეფექტური ჰერბიციდი მენსურონი -(ნიკოსულფურონი 40გ/ლ) შალაფას, მხოხავი ჭანგას და სხვა მრავალი მრავალწლიანი მარცვლოვანი, ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველეების წინააღმდეგ შეუცვლელი საშუალებაა. 1 ჰექტარზე რეკომენდებული დოზაა- 1.2-1.5 ლიტრი (თავსებადია 2.4დ-სთან).
მენსურონ ექსტრა (ნიკოსულფურონი 75%) აქტიურად გამოიყენება სიმინდის კულტურაში გავრცელებული ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი, აგრეთვე მრავალწლიანი სარეველების წინააღმდეგ. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია სარეველების აღმოცენების შემდგომ, 1 ჰექტარზე -100-150 გრამი ( თავსებადია 2.4 დ სთან).
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „აგრონომი“. ვებ გვერდი: agronom.com.ge
*დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.