დღევანდელ სოფლის მეურნეობაში წარმოუდგენელია მრავალწლიანი ან თუნდაც ერთწლიანი კულტურების გაშენება სარწყავი წყლის სისტემის გარეშე. მოსავლის რაოდენობა და ხარისხი დამოკიდებულია როგორც სწორ კვებასა და წამლობაზე, ასევე სწორად მიწოდებულ წყლის რაოდენობაზე. იმისთვის რომ მცენარემ არ მიიღოს სტრესი და წყალი თანაბარად მიეწოდოს ყველა ნარგავს, საჭიროა სარწყავი სისტემის სწორი პროექტირება და მონტაჟი.
სწორი პროექტირება იყოფა რამოდენიმე ეტაპად:
1) გასასარწყავიანებელი ტერიტორიის შესწავლა;
2) ნიადაგის მექანიკური შემადგენლობის გაგება;
3) საირიგაციო წყლის pH და EC განსაზღვრა;
4) წყლის დებეტის განსაზღვრა;
5) ტერიტორიის სექტორებად დაყოფა;
6) სექტორებში წყლის ხარჯის საათობრივი გაანგარიშება;
7) ნიადაგის ტიპის და წყლის ხარჯის შესაბამისად წვეთოვანი სისტემის შერჩევა;
8) ცენტრალური მაგისტრალების, ტუმბოს და ფილტრის შერჩევა;
9) საჭიროების შემთხვევაში რეზერვუარის მოცულობის განსაზღვრა.
პროექტირების დროს უნდა განისაზღვროს სექტორებში საათობრივი რწყვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია წლის ყველაზე ცხელ პერიოდში გასარწყავიანებებს შორის შუალედი.
მას შემდეგ რაც პროექტი შეთანხმდება კლიენტთან და აგრონომთან, იწყება სამონტაჟო სამუშაოებისთვის მოსამზადებელი პერიოდი. სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე საჭიროა ტერიტორიის მომზადება. სატუმბი და საფერტიგაციო სადგურისთვის შენობა ნაგებობის გამზადება და ცენტრალური მაგისტრალისთვის ტრანშეის გათხრა. ამის შემდეგ უნდა მოხდეს საჭირო მასალების ჩატანა და დასაწყობება ტერიტორიაზე. აუცილებელია ინსტალაციის დროს დაცული იყოს ყველა ის პირობა, რომელიც განსაზღვრულია მომწოდებელი კომპანიების მიერ და კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი ექსპლუატაციისთვის.
მონტაჟის შემდეგ უნდა მოხდეს სისტემის ტესტირება. ტესტირების საბოლოო ეტაპს ესწრება კლიენტი და იღებს შესაბამის ინსტრუქციებს, ეცნობა სარწყავი სისტემის მუშაობის პრინციპს.
მას შემდეგ რაც ყველაფერი წარმატებით ჩაივლის კომპანიის თანამშრომლები ტოვებენ ტერიტორიას, თუმცა ფერმერს სურვილის შემთხვევაში, კომპანიისთვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, შეუძლია წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ გამოიძახოს წარმომადგენლები მონიტორინგის მიზნით.
თუ პროექტირება და სამონტაჟო სამუშაოები სწორად არის შესრულებული, სისტემა მზად არის მრავალი წლის განმავლობაში ემსახუროს ფერმერს შეფერხების გარეშე.
კომპანია კარტლისი ქართულ აგრო ბაზარზე უკვე 25 წელზე მეტია ოპერირებს და ფერმერებს სანდოობა სა და ხარისხთან ასოცირდება. ჩვენი გამოცდილი გუნდი აქტიურად მუშაობს სარწყავი სისტემების პროექტირება, მონტაჟისა და ექსპლუატაციის მიმართულებითაც. თუ თქვენ გეგმავთ თქვენი ბაღის პროდუქტიულობის ამაღლებას და ამისთვის სარწყავი სისტემების მოწყობას, ჩვენ მზად ვართ სრული სერვისი გაგიწიოთ, თქვენი ჩართულობით დავგეგმოთ, დავაპროექტოთ და განვახორციელოთ სარწყავი სისტემის სრული სამუშაოები.
ჩვენთან თანამშრომლობა მარტივია შედეგი კი ყოველთვის უმაღლესი ხარისხის.
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“.
ვებ გვერდი: http://www.cartlis.ge/
დაგვიკავშირდით: 591 40 20 93
*დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.