როგორ ჩამოვიტანოთ მცენარეთა სათესლე მასალა – კილოგრამობით

სათესლე, მასალა

როგორ ჩამოვიტანოთ სათესლე მასალა – კილოგრამობით (ნატურალისტის გზამკვლევი).

რამდენიმე დღის წინ, ჯგუფში იყო დაინტერესება, თუ რა პროცედურები არის საჭირო თესლის ჩამოსატანად. მაშინ ვთქვი რომ დავწერდი ამა ამბებზე და აი დადგა ჟამი

თესლების ჩამოსატანად საჭირო ამბები

ვიდრე ადგილობრივ ამბებზე გადავლთ უნდა გითხრათ რომ ტვირთს აუცილებლად უნდა მოჰყვებოდეს:

ა) ფიტოსანიტარული სერტიფიკატი (არ აგერიოთ ბიოსერტიფიკატში) გაცემული იმ ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოს მიერ საიდანაც მოდის სათესლე მასალა და გაიცემა ყოველ კონკრეტულ ანაკრებ ტვირთზე რაოდენობების მიხედვით.

ფიტოსანიტარული სერტიფიკატი ცალკე თანხა ღირს, მაგალითად აშშ-ში 65$-იც გადამიხდია და 85$-იც. ზოგი თესლების გამყიდველი საიტი ამ სერტიფიკატს არ აგზავნის, ამიტომ თავიდანვე გაარკვიეთ ეს ამბავი.

სანამ ტვირთი წამოვა მოსთხოვეთ რომ ფიტოსანიტარული სერტიფიკატის ელექტრონული ასლი. (დაგჭირდებათ წინასწარი შეტყობინების შევსების დროს. ამაზე ქვემოთ დავწერ).

სერტიფიკატი უნდა იყოს ორიგინალი და არა ქსეროასლი ან ნახატი და ა. შ. ფიტოსანიტარული სერტიფიკატის გარეშე თესლს ვერ შემოიტანთ წაგართმევენ და გაანადგურებენ.

ბ) ინვოისი;

გ) შეფუთვის ფურცელი

საქართველოში ჩასადენ ქმედებათა ჩამონათვალი

1. იმპორტის ნებართვა (ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართის განცხადების ფორმა ), რომელსაც გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო http://nfa.gov.ge/ge/

ირჩევთ ელექტრონულ მომსახურებას.

ფორმა შეგიძლათ ელექტრონულად შევსოთ. ნებართვა ფასიანია და გაცემა ღირს:

1 სამუშაო დღეში – 50 ლარი; 5 სამუშაო დღეში – 45 ლარი; 10 სამუშაო დღეში – 45 ლარი; 20 სამუშაო დღეში – 25 ლარი;

მოქმედების მაქსიმალური ვადა 6 თვეა. (აიღეთ მაქსიმალური ვადით).

გაითვალისწინეთ რომ შევსებისას დაგჭირდებათ მცენარეს ლათინური დასახელების მითითებაც. გარდა ამისა “სეს ესნ” კოდი. ბოსტნეულის თესლებისთვის კოდია 1209 .

გარდა ამისა აიღეთ უნდა მიუთითოთ წონა. მიუთითეთ ბევრი ეს არაფერს არ წყვეტს და თუ 6 თვის განმავლობაში კიდევ დაგჭირდებათ შემოიტანოთ თესლები, ისარგებლებთ იგივე ნებართვით.

2. ტვირთის ჩამოსვლამდე თქვენ საგადასახადო გვერდზე უნდა შეავსოთ – წინასწარი შეტყობინება ფორმა N3 საერთო ფიტოსანიტარული დოკუმენტი.

აქ ტვირთის შემოსვლის დრო არის ჩასაწერი. სავარაუდო თარიღი მიუთითეთ, რადგან ზუსტ დღეს როდის შემოვა არ გეცოდინებათ წინასწარ.

უნდა მიუთითოთ სასაზღვრო გამშვები პუნქტი, საიდანაც შემოდის ტვირთი. მაგალითად: ავიაგადაზიდვის დროს თბილისის აეროპორტში თუ შემოდის ჩამონათვალშ აირჩევთ თბილისის აეროპორტს.

შეტყობინების შევსებისას იყინებთ ზუსტად იმ ნებართვას რომელიც მანამდე აიღეთ ამ ტექსტის პირველ პუნქტში.

აგრეთვე იმ ფიტოსანიტარული სერტიფიკატის ნომერს, გაცემის თარიღს და ელექტრონულ ასლს რომელიც გამოგიგზავნეს ტექსტის ა) პუნქტში.

ეს საბაჟო მომსახურება 2018 წლამდე უფასო იყო, ახლა ფასიანია და ღირს 100 ლარი.

ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ მშვიდად ელოდებით ტვირთს აყვავებთ ბაღ-ბოსტანს და ხართ ბედნიერნი :)

დავით გეგეჭკორი

თქვენი რეკლამა