მცირე გზამკვლევი მცენარის თესლის შეძენისთვის

მცენარის, თესლის, შეძენა

ნიადაგის შერჩევის შემდეგ, წარმატებული ფერმერული მეურნეობა ნერგისა და თესლის სწორად არჩევაზე დგას.

შეადგინეთ სია

სეზონურობისა და ტერიტორიის მიხედვით შეარჩიეთ კულტურები, რომელთა მოსავალიც სეზონის ბოლოს გინდათ აიღოთ.

მცირე, საოჯახო ტიპის მეურნეობებში მნიშვნელოვანია თესლბრუნვის გამოყენება და ერთ ნაკვეთზე რამდენიმე კულტურის დათესვისას მეზობელი კულტურების სქემის გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

იცოდეთ გარემო პირობები, სადაც თესვას აპირებთ

დარწმუნდით, რომ კარგად იცით თქვენი ნაკვეთის კლიმატური პირობები. მზე მთლიანად ადგება თუ უფრო მეტად ჩრდილიანია? ეს მნიშვნელოვნად განგისაზღვრავთ იმ კულტურების სიას, რომელიც წარმატებით გაიხარებს. მაგალითად, ბოსტნეული, როგორიცაა პომიდორი, კიტრი და ხარობს მზიან ადგილას, ხოლო ფოთლოვანი მწვანილი მარტივად ხარობს ჩრდილიან ადგილას. ხშირ და ღრმაფესვიანი ბოსტნეული ისეთ ადგილასაც ხარობს, სადაც მზე მხოლოდ ნახევარ დღეს ადგება.

ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ გამძლეობის ზონა. როგორც წესი, თქვენთან ახლოს წარმოებული თესლი თქვენს რეგიონში ყველაზე მეტად გაამართლებს. თესლის შეფუთვაზე ზოგჯერ მითითებულია აღმოცენებისთვის ხელსაყრელი ზონების დახასიათება.

გაერკვიეთ თესლის წარმომავლობა და სახეობა

თესლის შეფუთვაზე არის აღწერები, რომელთა მნიშვნელობაც მცენარის თესლს წარმომავლობისა და ხარისხის მიხედვით ენიჭება.

ღია დამტვერვა: ღია დამტვერვის თესლის სახეობა ბუნებრივი გადამტვერვით – ქარით ან დამმტვერავი მწერებით არის მიღებული. ეს ნიშნავს, რომ ამ ტიპის თესლიდან მიღებული მოსავლით შეგიძლიათ თესლი თავად აწარმოოთ წლების განმავლობაში.

ღია დამტვერვით მიღებული თესლის კიდევ ერთი უპირატესობა გარემოსთან ადაპტაციის და კლიმატთან გამძლეობის უნარია, რომელიც წლების განმავლობაში უფრო იზრდება.

ჰიბრიდი (H1): ჰიბრიდი თესლი პროფესიონალი თესლის მწარმოებლების მიერაა მიღებული, რომლებიც კონტროლირებულ დამმტვერავ მეთოდს იყენებენ (განსხვავებით ღია დამმტვერვისგან), ორი სახეობის ჯვარედინ გადამმტვერვას, ხელსაყრელი მახასიათებლების დანერგვით, როგორიცაა დაავადების მიმართ გამძლეობა, უფრო მაღალი მოსავლიანობა ან გაუმჯობესებული გემოვნური თვისებები.

ჰიბრიდულ ჯიშებს შეიძლება ისეთი მახასიათებლები ჰქონდეს, რომლებიც თქვენს მცენარეს გახარების საშუალებას აძლევს, მაგრამ ჰიბრიდისგან თესლის წარმოება შეუძლებელია, რადგან მშობელი მცენარისგან განსხვავებული თვისებების კულტურას მიიღებთ.

მემკვიდრეობითი (Heirloom): მემკვიდრეობითი ჯიშები ძველი მცენარეებია, რომლებიც 40-50 წელზე მეტი ხანია შემორჩენილი. ეს თესლი გენეტიკური მრავალფეროვნებისა და კულტურული ტრადიციების შესანარჩუნებლად არის შენახული. მემკვიდრეობით თესლებს აქვთ უნიკალური გარეგნობა, გემო და გამძლეობა, რამაც მათი ამ ხნის განმავლობაში გადარჩევა გამოიწვია.

ორგანული: USAID, IFOAM და სხვა მასერტიფიცირებლების აღნიშნვები მიანიშნებს, რომ თესლი წარმოებულია ორგანული წესით, სინთეტიკური სასუქების და პესტიციდების გამოყენების გარეშე. ამ ტიპის თესლები ყოველთვის შედარებით ძვირი ღირს, თუ ორგანული მეურნეობის წარმოებას გადაწყვეტთ, თესლიც ორგანული უნდა იყოს.

GMO: მცენარეები, რომლებიც ლაბორატორიაში გენის მოდიფიცირების გამოყენებით შეიცვალა. ეს გულისხმობს სხვა სახეობის გენეტიკური თვისებების გამოყენებას სასურველი მახასიათებლების დასამატებლად.

ამ ტიპის თესლი ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ აკრძალულია, რაც ნიშნავს, რომ შეუძლებელია მისი საზღვარზე შემოტანა და წარმოება.

გაითვალისწინეთ:

შეფუთვაზე ან ონლაინ აღწერაში გადაამოწმეთ თარიღი, რათა დარწმუნდეთ, რომ თესლი, რომელსაც ყიდულობთ, ვადიანია. მიუხედავად იმისა, რომ თესლის ვადა რამდენიმეწლიანი შეიძლება იყოს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მათი აღმოცენების უნარი მცირდება ვადის შემცირებასთან ერთად.

და მცირე დეტალი ახალბედა ფერმერებისთვის, ყურადღება მიაქციეთ თესლის რაოდენობას, რომელიც შეფუთვაშია. საქართველოში, ძირითადად, 500 ან 1000 ცალიანი შეფუთვები იყიდება, გვხვდება ასევე 100 ცალამდე შეფუთვებიც.

წყარო: Modern Farmer

 

თქვენი რეკლამა