ორგანული ფერმები 2050 წლისთვის მთელი ევროპის გამოკვებას შეძლებენ

ორგანული, ბიოფერმა, ევროპა

„იმპორტირებული საკვების გარეშე მთელი ევროპის გამოკვება 2050 წლისთვის იქნება შესაძლებელი“ _ აღნიშნულია საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენრტის მიერ ჩატარებულ კვლევაში (CNRS).

კვლევამ, რომელიც ითვალისწინებს წარსულის გამოცდილებას მომავლის პროგნოზებისთვის, აღმოაჩინა, რომ გარემო ფაქტორებისა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სინთეზური სასუქების გაზრდილი მოხმარება მიანიშნებს, რომ ევროპა აგრძელებს სასოფლო – სამეურნეო საქონლის იმპორტს. ცხოველურ პროდუქტები, როგორიცაა ხორცი, რძის ნაწარმი, თევზი, ბოსტნეული  და ყველა სახის საკვები პროდუქტი იმპორტირებულია ევროპის ფარგლებს გარედან.

2020 წლის მოხსენების მიხედვით, ჩვენ მიერ მოხმარებული ბოსტნეულის 47 %  შეძენილია ევროპის გარეთ.

როგორ უნდა შეიცვალოს კვების სისტემები?

მეცნიერები ამბობენ, რომ სამსაფეხურიანი პროცესით შეგვიძლია გვქონდეს ორგანული, მდგრადი, ბიომრავალფეროვნებისადმი მეგობრული აგრო სასურსათო სისტემა. ეს შეიძლება გულისხმობდეს დამოუკიდებლად წარმოებულ საკუთარ სურსათს 2050 წლისთვის.

პირველი საფეხური მოიცავს რაციონის ცვლილებას, რომელიც გულისხმობს იმ ცხოველური საკვების შემცირებას, რომელსაც დღეს ვიღებთ. 1961 წლიდან 2013 წლამდე ევროპის მოსახლეობა გაიზარდა 428 მილიონიდან 540 მილიონ მოსახლემდე. ამ ზრდამ დიდი გავლენა მოახდინა რეგიონში ცილის მოხმარებაზე – გაიზარდა 35% – დან 55% – მდე. ეს  ნიშნავს, რომ თითოეული ინდივიდის მიერ პროტეინის მოხმარება გაიზარდა 80% – მდე.

ცხოველური საკვების მოხმარების შეზღუდვით შესაძლებელია იყოს ნაკლები მოთხოვნა მესაქონლეობაზე და შედეგად იმპორტირების საჭიროებაც შემცირდება.

მეორე საფეხური გულისხმობს ინდუსტირული სოფლის მეურნეობის თავიდან არიდებას, უკვე არსებული ნიადაგისა და მიწის ნაკვეთის გამოყენებით მოსავლის გასანაწილებელი სივრცის შექმნას. ეს შეამცირებს პასტიციდებისა და სასუქების გამოყენებას და შედეგად, გამოიწვევს ჰაერში გამოყოფილი აზოტის შემცირებას.

ხოლო ბოლო საფეხური მოიცავს მემცენარეობისა და მეცხოველეობის გაერთიანებას ერთ ინდუსტრაში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს საშუალებას მისცემს ფერმერებს გაამარტივონ ცხოველური ნარჩენების გადამუშავებით მცენარეებისთვის სასარგებლო სასუქის მიღება, როგორიცაა მაგალითად, ნაკელისგან კომპოსტის წარმოება.

მეცნიერები კვლევაში ასევე ამბობენ, ადამიანის ნარჩენების გადამუშავება შეიძლება იყოს საკვანძო ნაბიჯი იმისათვის, რომ ევროპა გახდეს უფრო სუფთა 2050 წლისთვის. ნარჩენის 70 % ის გადამუშავებას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს  ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად ევროპში.

2050 წლისთვის, ამ სამსაფეხურიანი პროცესით, ევროპა შეძლებს გახდეს მთავარი მოთამაშე საკვების ექსპორტის ინდუსტრიაში.

წყარო: Euro news (Green)

თქვენი რეკლამა