
2025 წლის მიმდინარე ექსპერიმენტულ პერიოდში განხორციელდა მუტანტური ხაზების შესწავლა შემდგომ თაობებში. კერძოდ კი, მიზანს შეადგენდა ლობიოს სამი ჯიშის M8 თაობის მიღება, შესწავლა და საუკეთესოთა გამორჩევა. კვლევა მიმდინარეობდა ლობიოს 3 ჯიშის: „კუტი საპარკე“, „გურული“ და „ჯუმი“ ს სათესლე მასალაზე, რომლებიც დათესილ იქნენ წილკნის ბაზაზე, გაზაფხულზე.
M8 თაობის მუტანტური ხაზების კვლევა.
2025 წილკნის საცდელ ბაზაზე დაითესა 2024 წელს მიღებული და შესასწავლად გამორჩეული მეშვიდე თაობის სათესლე მასალის რამდენიმე ნიმუში ძირითადად 15; 20 და 25 გრეის დოზით საწყისად დასხივებულნი.
ლობიოს საკვლევ მასალაზე სისტემატურად ხორციელდებოდა ფენოლოგიური დაკვირვებები სხვადასხვა ფაზების განვითარებაზე, ხოლო მიღებული მასალა კი დამუშავდა UPOV ის DUS ტესტის დესკრიპტორებისა და ბიო-სამეურნეო მახასიათებლების მიხედვით.
ცხრილ #1 ში მოცემულია ლობიოს ჯიშ ‘კუტი საპარკე’ ს მერვე თაობის გამორჩეული მუტანტური ხაზების ძირითადი ბიოლოგიურ-სამეურნეო მონაცემები:
როგორც ცხრილ #1 დან ჩანს ორი გამორჩეული მუტანტური ხაზების მონაცემები, აჭარბებს საკონტროლო ნიმუშის მონაცემბს. ვინაიდან აღნიშნული ჯიში საპარკე მიმართულებისაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარკების რაოდენობა და მწვანე პარკის ხარისხი, ამ თვალსაზრისით საინტერესოა #„15 – 9/1“ ის ფორმა, რომელიც პარკების რაოდენობით აჭარბებს 163 % ით სტანდარტს, ხოლო ერთი მცენარის მარცვლის რაოდენობითა და ერთი მცენარის მარცვლის წონით, შესაბამისად 165 % და 127 % ით.
საინტერესო აღინიშნოს ფორმა #„25 – 10/1“, რომელიც ბიო-სამეურნეო პარამეტრებით დადებითი სალდოთი ხასიათდება სტანდარტთან შედარებით , როგორც პარკების რაოდენობით, ისე ერთ მცენარეზე მარცვლის რაოდენობითა და ერთ მცენარეზე მარცვლის წონით, შესაბამისად 63%, 68% და 53 % ით.
აღნიშნული ფორმა, ასევე გამორჩევა მარცვლის შეფერილობითაც, რომელიც შედარებით ღია და დაწინწკლული შეფერილობისაა.
ცხრილ #2 ლობიოს ჯიშ ‘გურული“ ს M8 თაობის მუტანტური ხაზების ბიოლოგიურ-სამეურნეო მონაცემები;
როგორც ცხრილიდან #2 ჩანს ლობიოს ჯიშ „გურულის“ მერვე თაობის მუტანტური
#“25 – 3/3” ხაზიდან, თვალნათლივ გამოირჩევიან საკონტროლოსთან შედარებით, ძირითადი პარამეტრების მიხედვით. ასე მაგალითად: პარკების რაოდენობით, ერთ მცენარეზე მარცვლების რაოდენობითა და ერთი მცენარის მარცვლის წონით საკმაოდ აჭარბებს სტანდარტს შესაბამისად 67%, 212% და 38 % ით. აღნიშნული ფორმის მარცვლის შეფერილობა სრულიად განსხვავდება და მთლიანად თეთრია.
სხვა დანარჩენი ჯიშ „გურული“ ს ფორმებიც აჭარბებენ სტანდარტს ერთი მცენარის მარცვლის რაოდენობითა და ერთი მცენარის მარცვლის წონით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯიში „გურული“ აღმოჩნდა საკმაოდ მგრძნობიარე მარცვლის შეფერილობის მიმართ და მიღებულია განმაცვიფრებელი ფერთა სპექტრი. იხ. ფოტოები:
ცხრილ #3 ში მოცემულია ლობიორს ჯიშ ‘ჯუმი“ ს გამორჩეული ფორმების ბიოლოგიურ-სამეურნეო მონაცემები;
როგორც ცხრილ #3 დან ჩანს, ლობიოს ჯიშ „ჯუმი“ ის ორი გამორჩეული ნიმუში დადებითი მონაცემებით გამოირჩევიან საკონტროლო ნიმუშისგან, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ნიმუში #„20-13/3“, როდესაც მცენარეზე პარკების რაოდენობით 50 % ით, მცენარეზე მარცვლების რაოდენობით 42 % ით და მცენარის მარცვლის წონით 39 % ით აჭარბებს საკონტროლო ნიმუშს. რაც შეეხება ფორმა #„20 -14/5“ მცენარეზე პარკების რაოდენობით 50 % ით, მცენარეზე მარცვლების რაოდენობით 39 % ით და მცენარის მარცვლის წონით 28 % ით აჭარბებს საკონტროლო ნიმუშს. აღნიშნული ფორმა გარდა ბიომეტრიული მონაცემებისა ასვე შედარებით ადრე შემოსვლით/მომწიფებით ხასიათდება და ასწრებს სტანდარტს 5-7 დღით.
ს/მ დოქტორი გიორგი ბადრიშვილი,
პროფესორი თინათინ დარსაველიძე,
სპეციალისტი თეონა ვახტანგაძე.