დიდ ბრიტანეთში ფუტკრებისთვის „გზის რუკას“ ქმნიან, ამისთვის ფერმერებს უფასოდ სთავაზობონ სათესლე მასალას, იმ მცენარეების მოსაშენებლად, რომლებიც ფუტკრებს უყვართ.
ჟეზ როუზმა, ფერმერმა ლინკოლნშირიდან (ინგლ. Lincolnshire, საგრაფო აღმოსავლეთ ინგლისში), ვალდებულება აიღო ფუტკრის ადგილობრივი პოპულაცია საკვები (თაფლოვანი) მცენარეებით უზრუნველყოს 250 აკრის (დაახლოებით 101 ჰა) ფართობზე.
ამისთვის ის მზად არის ფერმერებს სათესლე მასალა უსასყიდლოდ გადასცეს.
მერე მსოფლიო ომის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში მნიშვნელოვნად შემცირდა მინდვრების და მდელოების არეალი, შესაბამისად ფუტკრებს არსებობისთვის ძალიან მცირე ტერიტორიები დარჩათ.
ფერმერებმა დადებითად მიიღეს ინიციატივა და ფუტკრებისთვის „გზის რუკის“ შექმნაში ჩაერთვნენ.
ამასთან ერთად, ჟეზ როუზი პროექტის გარკვეული კომპონენტების დასაფინანსებლად ადგილობრივ კომპანიებს იწვევს, რათა თაფლოვნების თესვა დროულად მოხდეს და ერთობლივი ძალებით მაქსიმალურ წარმატებას მიაღწიონ.
ჟეზ როუზის თქმით – ყველა მებაღის და მიწათმოქმედის ინტერესში შედის ესეთი სივრცის შექმნა, ჩვენ უნდა წავახალისოთ ფერმერები შეინარჩუნონ ბიომრავალფეროვნება.
ყველას ვისაც თუნდაც მიწის მცირე ნაკვეთი აქვს, შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს იმ მცენარეთა გაშენებაში, რომლებიც მნიშვნელოვანია ფუტკრების პოპულაციის არსებობისა და გამრავლებისთვის.
იმედია არ დავაგვიანეთ და ჩვენს ფუტკრებს საბოლოოდ არ დავკარგავთ, აცხადებს როუზი.
წყარო: www.farminguk.com