ხახვის (Allium cepa L.) ადგილობრივი და შემოტანილი ჯიშების კვლევები 2023 – 2024 წ.წ.

2023-24 წლებში განხორციელებული ღონისძიებები

20223-24 წლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სოფ. წილკნის ბაზაზე მოწყობილი იქნა შემდეგი სახის ცდები:

საშემოდგომოდ ნათესი ხახვის შემოტანილი და ადგილობრივი ჯიშების გამოცდა

 2023 წლის სექტემბერს ცდა მოწყობილი იქნა  სოფ. წილკანის ბაზის ნაკვეთზე, სადაც სამ განმეორებაში დათესილი იქნა საშემოდგომოდ ნათესი ხახვის თესლი: 4 შემოტანილი ფორმა და ორი ადგილობრივი ჯიში, რომელებიც ბიოლოგიური და სამეურნეო ნიშან–თვისებების მიხედვით იქნა გამორჩეული წინა წლებში. სტანდარტად აღებული იქნა დარეგისტრირებული ჯიში ‘საშემოდგომო“.

მეთოდოლოგიის მიხედვით ჩატარებული იქნა როგორც ფენოლოგიური დაკვირვებები, ასევე ბიომეტრიული აღწერები და განხორციელდა შესაბამისი აგროტექნიკური ღონისძიებები.

გარდა ამისა, მოწყობილ იქნა საშემოდგომოდ ნათესი ხახვის პერსპექტიული ფორმების სათესლე სანერგე თესლის მიღების მიზნით.

ბოლქვი დარგული იქნა 2023 წლის ნოემბრის მესამე დეკადაში. შესაბამისად განხორციელდა ფენოლოგიური დაკვირვებები მცენარის ზრდა -განვითარებაზე, შესწავლილ იქნა ბიომეტრიული მონაცემები. 2024 წლის აგვისტოს ბოლოს აღებულ იქნა სათესლე კოლოფები, რომელიც დამუშავდა.  მიღებული სსხვადასხვა ფორმების და  ჯიშების თესლი დათესილ იქნა 2024 წლის  სექტემბერის ბოლოს სხვადასხვა სანერგეში.

როგორც #1 ცხრილიდან ჩანს, ყველა შემოტანილი ფორმა უფრო მაღალ მოსავალს იძლევა,  ვიდრე ადგილობრივი ჯიში „ვარდისფერი-32“ . შესასწავლი ფორმები კი სტანდარტ  „საშემოდგომოს“,   მხოლოდ ერთი ფორმა ჩამორჩება. უნდა აღინიშნოს აგრეთვე ის ფაქტორიც,  რომ   ადგილობრივი ჯიშები ადრე   გაზაფხულზე გამოიყენება სამწვანილედ, შემოტანილი ფორმები კი სამწვანილედ   ნაკლებ გამოსაყენებელია. ადგილობრივი ჯიშების  10% -ს    აჩოყების მიმართ აქვს მიდრეკილება, თუ კი ზამთარი შედარებით თბილია.

ცხრილი #1  საშემოდგომო ხახვის ფენო-ფაზების განვითარება 2023-24 წ.წ.

ხახვი, ჯიშები, კვლევა

საშ. ხახვის ინტროდუქცირებული და ადგილობრივი  ჯიშების  ბიომეტრიული მონაცემები და მოსავლიანობა ცხრილი #2  2023 -24 წ.წ

ხახვი, ჯიშები, კვლევა

როგორც  # 2 ცხრილიდან ჩანს სტანდარტთან შედარებით ერთი შემოტანილი ფორმა SX236 იძლევა ბოლქვის მასის შედარებით მაღალ მონაცემს და ამავე დროს აღნიშნული ფორმა გამოირჩევა ხანგრძლივი შენახვის უნარიანობით. ეს პერსპექტიული ფორმა მიმდინარე წელს დარგული იქნა სათესლე სანერგეში თესლის მიღების მიზნით, ხოლო M2 თაობის მიღებული მუტანტური ხაზების მოსავალი ნაკლებია სტანდარტთან შედარებით, მაგრამ თუ ერთმანეთს შევადარებთ, მათ შორის მაღალ მოსავლიანობით გამოირჩევა 25 გრეით დასხივებული.

მებოსტნეობის მეორე ზონის პირველი ქვეზონაში (ზღვის დონე 560 მ. სიმაღლე).

საშემოდგომოდ ნათესი ხახვის უპირატესობა, საგაზაფხულო ხახვთან შედარებით შემდეგია:

  1. ნათესი მოითხოვს ნაკლებ აგროტექნიკურ სამუშაოებს (თოხნა, მარგვლა, გამოხშირვა);
  2. მიიღება საადრეო და საუკეთესო ხარისხის მოსავალი (ამ პერიოდისთვის ხახვი დეფიციტურია), რაც კომერციული თვალსაზრისით საკმაოდ გამართლებულია;
  3. ადრე გაზაფხულზე ხახვის გამოყენება შეიძლება სამწვანილედ;
  4. ნათესი მთელი ვეგეტაციის პერიოდში არ მოითხოვს წამლობას ფუნგიციდებით, რაც დადებითად მოქმედებს პროდუქციის ხარისხზე,
  5. საშემოდგომოდ ნათესი ხახვი გამოირჩევა მაღალი რეზისტენტულობით დაავადებების მიმართ;
  6. მავნებლების გავრცელება საერთოდ არ შეინიშნება მცენარის მიწისზედა ორგანოებზე,  თუ  არ ჩავთვლით ნიადაგის მავნებლებს;
  7. გამორჩეული ფორმები გამძლეა, როგორც ბიოტური ასევე აბიოტური გარემო ფაქტორების მიმართ;
  8. ყველა პერსპექტიული ფორმა კარგი შენახვის უნარიანია;
  9. მორწყვა ვეგეტაციის პერიოდში შეიძლება დაჭირდეს 2-ჯერ, როცა საგაზაფხულო ხახვი მოითხოვს 5-6 და მეტ მორწყვას;
  10. ხახვის ნაკვეთზე იმავე წელს შეიძლება მეორე მოსავლის მიღება, საჩითილე ბოსტნეული კულტურებისა მათ შორის(ბროკოლი, თერთავიანი კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ლობიო საპარკე.

ავტორები:

ს/მ დოქტორი გიორგი ბადრიშვილი,
ს/მ დოქტორი ელენე მოთიაშვილი-სიჭინავა.

თქვენი რეკლამა