ჭალის მუხა (Quercus longipes Steven) პირველი სიდიდის 30 მ-მდე სიმაღლის ხეა. გაშლილი ვარჯით. ტყეში გაზრდილ მუხას ლამაზი ცილინდრული ფორმის ღერო ახასითებს. ჭალის მუხის ფოთლები ზედა მხრიდან მუქი მწვანე, ქვედა მხარეს კი მკრთალია.
გავრცელებულია ჭალებსა და დაბლობებში. სუფთა კორომებს იშვიათად ქმნის. შერეულია თელასთან, ხვალოსთან,ოფთან, დიად ბოყვთან, რცხილასთან და სხვა სახეობებთან.
მისი ტყეები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში მდინარე მტკვრის, არაგვის, ივრის, ალაზნის გასწვრივ ჭალებში.
ნაყოფი გრძელყუნწა აქვს. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყარით. ჭალის მუხა სინათლის სახეობაა, ქსეროფიტულ მუხებში უფრო მეტ ტენიანობას, ღრმა ნიადაგს მოითხოვს. სითბოს მომთხოვნია. მისი გაშენება შუა და ზედა სარტყელებში არ შეიძლება.
ნერგები ველური ბუნების სააგენტოშია გამოყვანილი.
სიმარლე:100 სმ
ფასი: 10 ლარი.
საკონტაქტო ინფორმაცია
ეროვნული საშენი მეურნეობა
მისამართი: გარდაბნის რ-ნი, სოფელი სართიჭალა
(თბილისი – გომბორის გზატკეცილის 6 კმ).
ელ-ფოსტა: info@sanerge.com
საიტი (დაკლიკეთ): http://wla.gov.ge/ka/
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ ზემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციით.