E ავიტამინოზი ფრინველებში – სიმპტომები, მკურნალობა

ავიტამინოზი, ფრინველი

დაავადება ვითარდება E ვიტამინის საკვებთან არასაკმარისი მოხვედრის დროს და გვხვდება ყველა სახეობის ფრინველში.

E ვიტამინის ძირითად წყაროდ ითვლება მწვანე საკვები.

ამ ვიტამინის უკმარისობის დროს ფრინველის ორგანიზმში ირღვევა ჟანგვა-აღდგენითი პროცესები, ქვეითდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება და სპერმატოზოიდების აქტივობა, ვითარდება ემბრიონებისა და მოზარდეულის დაავადება სიცოცხლის პირველ დღეებში, რბილდება და დეგენერირდება თავის ტვინი.

სიმპტომები 

მოზარდეულში E – ავიტამინოზი მჟღავნდება ელცეფალომალაციის, კუნთოვანი სისუსტისა და კუჭ-ნაწლავების ტრაქტის დაზიანების სიმპტომებით. იხვის ჭუჭულები ჩვეულებრივ ავადდებიან 2-3 კვირის ასაკში: აღინიშნება სისუსტე, მიოპათია, კიდურების პარეზი, კრუნცხვითი ძიგძიგი.

წიწილებში ენცეფალომალაცია აღინიშნება ხშირად 3-5 კვირის ასაკში და ხასითდება მოდუნებულობით, ზოგადი სისუსტით, მადის დაკარგვით, თავის უკანგადაგდებით, წრიული მოძრაობებით, ფალანგების მოგრეხვით, კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვით.

ხშირად ადგილი აქვს ფრინველის გაშეშებასა და სიკვდილს.

კვერცხმდებლები E – ავიტამინოზის დროს ამცირებენ კვერცხის დებას, უარესდება კვერციხს განაყოფიერება და წიწილების გამოჩეკვა, მამლებში ვითარდება იმპოტენცია და იკარგება სპერმის აქტივობა.

დიაგნოზი 

დიაგნოზი ისმება კლინიკური სურათისა და საკვები ულუფების ანალიზის საფუძველზე. პათანატომიური გამოკვლევის დროს დამახასიათებელია ტვინის შეშუპება და წვრილი სისხლჩაქცევები ნათხემში.

მკურნალობა

დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის ფრინველის ულუფაში შეაქვთ E ვიტამინით მდიდარი საკვები: გაღივებული მარცვლეული, თივის ფქვილი, აგრეთვე ტოკოფეროლის პრეპარატები.

მოზრდილი ქათმის სადღეღამისო მოთხოვნილება E ვიტამინზე შეადგენს 0,3-0,5 მგ ერთ ფრთაზე; მოზარდეულისა – 0,3 – 0,5 მგ 1 კგ საკვებზე.

ტოკოფეროლის ნორმები წყლის ფრინველისათვის რამდენჯერმე მაღალია და ძლიერ მერყეობს. ეს განპირობებულია ულუფის ხასიათით: მასში პროტეინისა და ცხიმების აწევა ადიდებს, ხოლო ნახშირწყლოვანი საკვების სიჭარბე ამცირებს მოთხოვნილებას.

მცენარეული ზეთი და თევზის ქონი, განსაკუთრებით დამძაღებული, ითვლება E ვიტამინის ანტაგონისტად.

ავადმყოფი ფრინველის მკურნალობის დროს კარგ შედეგებს იძლევა ტოკოფეროლის ერთჯერადი შეშხაპუნება კუნთებში ანგარიშით 10-20 მგ ერთ ფრთაზე.

ავტორი: ამირან კოჩალიძე

თქვენი რეკლამა