საქართველოში გავრცელებულ საშიშ საკარანტინო მავნებლებს შორის ციტრუსოვანთა ფრთათეთრები გამოიყოფა, რომელთა გავრცელების საშიშროების არსებობას ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ანასეული“ ადასტურებს. მავნებლის რიცხოვნობის რეგულირებისა და მასიური გავრცელების თავიდან ასაცილებლად მცენარეთა მონიტორინგი და დაცვითი ღონისძიებების დროული გატარება აუცილებელია.
გავრცელებულ მავნებლებს შორის ყველაზე სახიფათოა ციტრუსოვანთა ეკლიანი ფრთათეთრა, რომელიც პირველად 1920 წელს აზიაში გამოავლინეს და ციტრუსების გარდა დაფიქსირებულია ყურძნის, ატმის, მსხლის, ვარდის და გევას მცენარეებზე. ეკლიანი ფრთათეთრა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული მათ შორის: წყნარი ოკეანის კუნძულები, იტალია, ხორვატია, ჩერნოგორია, აფრიკა, ავსტრალია, კარიბის აუზის კუნძულები და სხვა. მავნებელი გამოვლენილია დასავლეთ საქართველოში კერძოდ აჭარაში, აფხაზეთსა და სამეგრელოში.
ციტრუსოვანთა ეკლიან ფრთათეთრას მჩხვლეტ-მწუწნი პირის აპარატი აქვს. ის მცენარის წვენით იკვებება და ფოთლების ხმობას იწვევს. ცხოველმოქმედების დროს გამოყოფილი წებოვანი ნივთიერებით ფარავს ფოთოლს, რომელზეც საპროფიტი სოკოები სახლდება, მტვერი ეკვრება და ფოთლის ზედაპირი შავდება, რის შედეგადაც ფოტოსინთეზი ფერხდება.
როგორ შევუშალოთ ხელი ფრთათეთრების გავრცელებას?
ციტრუსოვანთა ფრთათეთრა განვითარების ექვს ეტაპს გადის: კვერცხი, პირველი, მეორე და მესამე ასაკის მატლი, პუპარიუმი და იმაგო. ციტრუსოვანთა ფრთათეთრები იზამთრებენ მატლის და იშვიათად გარინდების მდგომარეობაში. წელიწადში თაობების რაოდენობა გარემო პირობებზეა დამოკიდებული. დასავლეთ საქართველოს პირობებში მავნებელი წელიწადში 2-4 თაობას იძლევა.
იმისთვის, რომ ციტრუსოვანი ფრთათეთრების გავრცელება თავიდან ავირიდოთ, მცენარეთა დაცვის დროული ღონისძიებების გატარება აუცილებელია. საქართველოში ფერმერთა მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე დადგინდა, რომ საკარანტინო მავნებლების გავრცელებას ყველაზე ეფქტურად უშლის ხელს ციპერმეტრინი 50 გ/ლ + ქლორპირიფოსი 500გ/ლ მოქმედი ნივთიერებების კომბინაცია, რომელიც პრეპარატ საჰებშია თავმოყრილი. საჰები ორმაგის პრეპარატული ფორმის წყალობით წარმატებით გამოიყენება საკარანტინო მავნებლების, მათ შორის ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ. იგი ბაღის ლოფორთქინების (ლოკოკინების) და მინდვრის კალიების მტერია. საჰებით დამზადებული მისატყუებელი მასალა ანადგურებს მახრას, ანუ ბოსტანას.
ციტრუსოვანთა ფრთათეთრების იმაგოს გამოფრენა მაისში ხდება ხოლო დასავლეთ საქართველოში მავნებლის კვერცხის პროდუქცია 130-200 შეადგენს. წამლობების ჩატარება როგორც კვირტების დაბერვის ფაზაში, ასევე ნაყოფის განვითარების საწყის სტადიებზეც ეფექტურია. სრულყოფილი დაცვის პროგრამების მისაღებად აუცილებლად ისარგებლეთ სპეციალისტების რეკომენდიით .
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „აგრონომი“. ვებ გვერდი: agronom.com.ge
*დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.