პავლოვნია – დარგვა, დარგვისა და ჭრის სქემა, მოშენება

პავლოვნია, ტყე, გამწვანება

რამდენად მართალია სიკეეთები, რომელსაც ამ ხეს მიაწერენ ძნელი სათქმელია, თუმცა ჩვენ მაინც გთავაზობთ ინფორმაციას პავლოვნიას გაშენების შესახებ. /აგროკავკასია/

იმ შემთხვევაში, თუ პავლოვნიას დარგვის მიზანი სამრეწველო ტყედ გაშენებაა, საჭიროა მაღალი, სწორი ღეროების დარგვა პირველი სეზონის განმავლობაში.

ძირითადი ინფორმაცია, რაც უნდა იცოდეთ დარგვის დაწყებამდე:

ნიადაგი 

ხე არ არის პრეტენზიული ნიადაგის ტიპის მიმართ, უბრალოდ, ის უნდა იყოს წყალგამტარი, რათა შესაძლებელი იყოს თავისუფლი დრენაჟი. ქვები, თუნდაც დიდი, პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ხის ქვეშ არ არის სქელი კლდოვანი ფენა. ამან შესაძლოა შეაჩეროს ზრდის პროცესი.

პავლოვნია ვერ ეგუება მჟავე ნიადაგებს; рН უნდა იყოს  5,5 და უფრო მაღალი.

წყალი

პავლოვნია ვერ ეგუება მაღალ მიწისქვეშა წყლებს. მათი დონე უნდა იყოს მაქსიმუმ 1,5 მ. ახალგაზრდა მცენარისთვის უნდა უზრუნველყოთ ადეკვატური მორწყვა.

სიმაღლე ზღვის დონიდან 

პავლოვნია კარგად იზრდება ზღვის დონიდან 800-900 მ სიმაღლეზე. მაღალ ადგილებში სიცივე პრობლემას არ წარმოადგენს ბუნძგლიანი პავლოვნიასთვის და რამდენიმე სიცივეგამძლე ჰიბრიდისთვის.

უნდა გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მაღლა იზრდება მცენარე, ვეგეტაციის პერიოდი უფრო ხანმოკლე იქნება და აქედან გამომდინარე, ნაკლებად გაიზრდება.

პავლოვნია 1200 მეტრ სიმაღლეზე – უდავოდ ნელა იზრდება.  ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ ნიადაგი ჩვეულებრივ მჟავეა იქ, სადაც წიწვოვანი ხები იზრდება.

ქარი 

ზრდის მე-2 ან მე-3 წელს, ქარიშხალმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ახალგაზრდა პავლოვნიას. ასეთმა ქარიშხალმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ღეროების რეფრაქცია და ჩაწოლა, ისე ფოთლების დახევა — დაზიანება. ყოველივე ამას ხე იტანს, მაგრამ რა თქმა უნდა აფერხებს მის ზრდას. პავლოვნია იზრდება გაცილებით სწრაფად ქარისგან დაცულ ადგილებში.

ჩვენი მინიშნება: ნუ მორწყავთ ქარიან ამინდში!

  1. ადგილის მომზადება

შესაფერისი ადგილის შერჩევის შემდეგ, ადგილი უნდა მოიხნას. 60 სმ დიამეტრის და 60-100 სმ სიღრმის ბურღის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია რომ ადგილი არ მოიხნას.

  1. მოშენების გეგმები

მოშენების დაგეგმვის დროს,  გასათვალისწინებელია სამუშაო მოწყობილობების (ტრაქტორები,  სათიბი მანქანები, ავზები) ზომა. ნორჩი ხის დარგვის დაგეგმვა დამოკიდებულია მათი დარგვის მიზანზე.

თუ პავლოვნია ირგვება გატყიანების მიზნით და ტერიტორია არ არის ძალიან დიდი, მაგრამ გსურთ მაქსიმალური შედეგის მიღება, დაგჭირდებათ 3х3 მ ან 4х3 მ კვების არე. მაგრამ მეოთხე წელს სავალდებულოა ხეების ჭადრაკულად მოჭრა, რადგან ზრდის დროს ერთმანეთს ხელს შეუშლიან ერთმანეთს.

კიდევ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ხეების ნახევარი თქვენს ტყეში 8 წლის იქნება და მეორე ნახევარი — 4 წლის (მოჭრილი ხეები კვლავ აღმოცენდება). შემდეგ უნდა მოჭრათ 8 წლის ხეები და ა.შ.

ამრიგად, 8 წლიანი ხეების მოსავალს მიიღებთ 4 წელიწადში. ამ მცენარის უარყოფითი მხარე ის არის, რომ ერთი ხის მოჭრისას ფრთხილად უნდა იყოთ მოსავლის მომცემ მეზობელ ხეებთან მიმართებაში.

მოშენების სხვა პოპულარული სქემებია 4х4 მ; 5х4მ ; 5х5 მ.

თითოეული აღნიშნული სქემა საჭიროებს მთლიანი ხის მოჭრას მე-8 და მე-10 წლებს შორის.

  1. დარგვა 

ნორჩი ხეების დარგვისთვის საუკეთესო დროა ნოემბრიდან აპრილის ბოლომდე პერიოდი.

მომდევნო ნაბიჯია თხრილების მონიშვნა და ამოთხრა მანქანით, რომელიც აღჭურვილია 60 სმ დიამეტრის ბურღით. სიღრმემ შესაძლოა მიაღწიოს 1 მეტრს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნერგი უნდა განთავსდეს ფსკერზე.

ამოღებული მიწის ნახევარი, სასუქთან შერეული, ისევ იყრება თხრილში 30-40 სმ სიღრმის ამოვსებამდე, ხოლო შემდეგ ხდება ნერგის დაწყობა. ამრიგად, რბილი და საკვებით მდიდარი შუაფენა უზრუნველყოფილია, რაც ახალგაზრდა ფესვების სწრაფად ზრდას უწყობს ხელს.

  1. მორწყვა

წყალს დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდა ხეების მოშენებისთვის ზრდის პირველ და მეორე წელს. ამ პერიოდის შემდეგ ფესვთა სისტემა უკვე მტკიცედ არის განვითარებული და აღწევს წყალშემცველ ფენას.

ხეების მორწყვის ყველაზე ადვილი საშუალებაა წვეთოვანი მორწყვის სისტემა. ერთ ახალგაზრდა ხეს სჭირდება დაახლოებით 20-30 ლიტრი წყალი, კვირაში 1-2 მორწყვით. Terawet-ის გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა ნახევრად მორწყვა.

წყარო: Paulownia-Georgia

იხილეთ აგრეთვე: პავლოვნიას გაშენება – დარგვის დრო, დარგვის სქემები, რჩევები

*პავლოვნიას ძირითადად იყენებენ სამრეწველო ტყეების გასაშენებლად. პავლოვნიის უკონტროლო გაშენებამ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ადგილობრივ მცენარეულ საფარზე.

„აგროკავკასია“ არ ყიდის ნერგებს!

თქვენი რეკლამა