ყურძნის, სიმწიფე, რთველი, ვენახი
მევენახეობა

ყურძნის დაკრეფა და დაწურვა – ივანე ჯავახიშვილი საქართველოში რთველის შესახებ

რთველს ძველად სთველი ერქვა. ხილეული ნაყოფის მოკრეფის პროცესს მაშინ ორი განსხვავებული სიტყვით აღნიშნავდნენ – მოსთვლა და მოწილვა. პირველმა სახე იცვალა და შემორჩა, ხოლო მეორე თითქმის უკვალოდ გაქრა. დღესაც რომ ჭურის თავზე შემოუსხდებიან და დედას პურს […]
ქველოური, ვაზის, ჯიში, იმერეთი
მევენახეობა

ქველოური – წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

ქველოური წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. წარმოშობა: იმერეთი ჯიში ხასიათდება საშუალო ზრდა-განვითარებითა და საშუალო მოსავლიანობით. ქველოური მცირე რაოდენობითაა გავრცელებული იმერეთში: ხარაგოულის, ვანის და საჩხერის მუნიციპალიტეტის ვენახებში. ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისა […]
სამარხი, გურული, ვაზის, ჯიში
მევენახეობა

სამარხი – თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში

სამარხი თეთრყურძნიანი, ხარისხიანი სასუფრე ვაზის ჯიშია, შენახვისა და ტრანსპორტირების კარგი უნარით. წარმოშობა: გურია სახელწოდება შერქმეული აქვს შენახვის განსაკუთრებული უნარის გამო. გარეგნული და გემური თვისებებიდან გამომდინარე სამარხი ხარისხიან სასუფრე ყურძნის ჯიშად ითვლება. გააჩნია შენახვისა და ტრანსპორტირების […]
მესხეთი, მევენახეობა, მეღვინეობა
მევენახეობა

მევენახეობა-მეღვინეობა მესხეთში

მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ ცნობებს გარკვეულწილად მოიცავს წიგნი _ „საქართველოს ამპელოგრაფია“. თბილისი, 1960 წ. (ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე). თუმცა, გარდა აღნიშნული წიგნისა, რომელიც ჩვენი წინამდებარე მოკლე მიმოხილვის ძირითადი დასაყრდენი წყაროა, ჩვენ ასევე მოგვეპოვება ნაშრომი, […]
მევენახეობა

თეთრი კაპისტონი – ვაზის ჯიში – ხარისხიანი ცქრიალა და სუფრის ღვინისთვის

თეთრი კაპისტონი ადგილობრივი საღვინე ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ზემო იმერეთში, იძლევა ხარისხოვან ღვინომასალას შამპანურისა და სუფრის ღვინისათვის. ადგილობრივ მევენახეთა შორის თეთრი კაპისტონის სინონიმები არ არის ცნობილი. უცხოეთის ამპელოგრაფიულ ნაშრომებში (პიულა, გოეთე, ვიალა და ვერმორელი) თეთრი კაპისტონი […]
საფერე, ოცხანური, ვაზის, ჯიში
მევენახეობა

ოცხანური საფერე – ქართული ვაზის ჯიში

ოცხანური საფერე იმერეთში საკმაოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია. იგი იძლევა სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს. მას იყენებენ აგრეთვე სხვა წითელი და თეთრი ღვინის შესაფერად მათი წვენის ოცხანური საფერეს ჭაჭაზე დადუღებით. ოცხანური საფერე ადგილობრივი ვაზის ჯიშია, წარმოშობილია კულტურული […]
მევენახეობა
მევენახეობა

მევენახეობა-მეღვინეობა რაჭაში

ამჯერად გვინდა, შემოგთავაზოთ რაჭის ვაზის ჯიშების მოკლე აღწერა. როგორც სხვა რეგიონების აღწერისას, ისე ამ შემთხვევაშიც შევეხებით საქართველოს ამ კუთხის ვაზის ჯიშების იმ მოკლე აღწერილობებს, სადაც განვიხილავთ ვაზის ჯიშების გავრცელებას, შეფერილობას, დანიშნულებასა თუ სხვა რომელიმე დეტალს. […]
ავასირხვა, ვაზის, ჯიში, აფხაზეთი
მევენახეობა

ავასირხვა – მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიში

ავასირხვა ქართული (აფხაზური) მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშია, იძლევა მაღალი ღირსების თეთრ სუფრის ღვინოს და ადგილობრივი მნიშვნელობის სასუფრე ყურძენს. ადგილობრივ მევენახეთა შორის და სპეციალურ ლიტერატურაში ავასირხვა ცნობილია აგრეთვე ავასარხვას, აოსირხვა- ჟის, აჟიშის, აუასირხვას, ავასირხვაჟიშის და სხვა […]
აკიდო, მტევანდიდი, ვაზის, ჯიში, გურია
მევენახეობა

მტევანდიდი (აკიდო) – ქართული ვაზის ჯიში – გურია

მტევანდიდი გურიაში გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიშია. მისი პროდუქცია გამოიყენება ადგილობრივი მოხმარების ხარისხოვანი წითელი სუფრის ღვინის დასაყენებლად. ზემო გურიის ზოგიერთ სოფელში (ფარცხმა, საჭამიასერი, დაბლაციხე) მტევანდიდი ცნობილია აგრეთვე აკიდოს სახელწოდებით, რაც გურიაში ორმტევნიან რქას ნიშნავს. აკად. […]