დედამიწაზე გავრცელებული 30 000-მდე სახეობის ხე და ბუჩქიდან გვხვდება როგორც ჯუჯა მცენარეები, რომელთა დანახვა მხოლოდ და მხოლოდ მიკროსკოპის საშუალებით შეიძლება და გიგანტურებიც.
სწორედ გიგანტების ჯგუფს მიეკუთვნება სექვოია. თავდაპირველად სექვოიათა გვარში ბოტანიკოსები ორ სახეობას: მარადმწვანესა და გიგანტურს აერთიანებდნენ. 20-ე საუკუნის 30-იან წლებში ბოტანიკოსებმა გიგანტური სექვოია დამოუკიდებელ გვარად გამოჰყვეს და მამონტის ხე ანუ გიგანტური სექვოია უწოდეს.
ამ ორი გიგანტი ხის მარადმწვანე და სექვოია დენდროს შორის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშნანი წიწვების ფორმა და ზომაა, გირჩის შეფერილობა და სიდიდეა. ძირითადად ეს ხეები თავიანთი ზომით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
მათ შორის განმასხვავებელი ნიშანია კიდევ ის, რომ ისინი ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე იზრდებიან. ასე, მაგალითად სექვოიას ტყეები, რომლებიც მსოფლიოში ვრცელდებიან წყნარი ოკეანის ვიწრო სანაპირო ზოლში ზღვის დონედან 900 მეტრის სიმაღლეზე და სექვია დენდრონის, ანუ მამონტის, გიგანტური სექვოიის ტყეები, რომლებიც გავრცელებულია ზღვის დონიდან 1300-2000 მეტრის სიმაღლეზე.
სექვოიის ტყეებს უკავიათ აგრეთვე ტერიტორია კალიფონიის სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთ ნაწილში, სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთითა და სამხრეთით. ამ ხეების სიმაღლე აქ 80-დან 100 მ-ის სიმაღლესა და მეტრსაც აღწევენ.
მარადმწვანე სექვოიას უყვარს ზომიერად ტენიანი, ღრმა ნოყიერი ნიადაგები და ჰაერის მაღალი ფარდობითი ტენიანობა. ეგუებიან კირიან და თხელ ნიადაგებსაც. ცუდად იტანენ გვალვებს, ჩრდილის ამტანი და სწრაფმოზარდი ჯიშია.
ჩრდილო აშშ-ში სანფრანცისკოს ჩრდილო დასავლეთით კალიფორნიის შტატში იგი ადის ზღვის დონიდან 700 მ-ის სიმაღლეზე და ზემოთაც. მისი ზრდის საუკეთესო პირობებად აქ ხეობათა დაბლობები და დაბალი მთის კალთები ითვლება. თავის სამშობლოში 100- მ-მდე ხეა და 6-9 მ. დიამეტრს აღწევს.
მარადმწვანე სექვოიას გაშლილი ლამაზი ვარჯი აქვს. ბრტყელ წიწვებს ქვემოდან ორი თეთრი ზოლი გასდევს და ტოტებზე ორმხრივადაა გაწყობილი. კალიფორნიასა და სამხრეთ ორიგონის მთებში იგი ტყეებს ჰქმნის.
მარადმწვანე სექვოია დეკორაციული მცენარეა. მოშენებულია ბაღ-პარკებში, დასავლეთ ევროპის სამხრეთ ნაწილში.
საქართველოში იგი ბათუმის ბოტანიკურ ბაღშია და 80 წლის ასაკში 40 მ-ის სიმაღლეს აღწევს, აქვს 1,5 მ დიამეტრი. გვხდება სოხუმში, ზუგდიდის, ქუთაისის, წინანდლის ბაღ პარკებში და ა.შ. იგი სწრაფმოზარდია და ცოცხლობს 4000 წელსა და მეტსაც. დადგენილია, რომ სიერა-ნევადის შტატში 4900 წლის სექვოიაც დაუფიქსირებიათ. ნამარხი სექვოია ნაპოვნია ევროპასა და აზიაში.
გათხრებით აღმოჩენილია, რომ აშშ-ს ჩრდილოეთ ტერიტორიაზე 144 და 208 მილიონი წლის წინ სექვოიას აქ ეკავა 6131 კმ2 ფართობი, რაც დღეისათვის ამ ხეების საუკეთესო მერქნის გამო, ინტენსიური ჭრების შედეგად მაქსიმალურადაა შემცირებული. სექვოიის მერქანი ფართოდაა გამოყენებული მშენებლობაში, ავეჯის წარმოებაში, განძელების, ასევე ღობის ბოძების დასამზადებლად.
დადგენილია, რომ მათ მერქნის დიდი ოდენობით ზეთები გააჩნიათ, რაც ლპობის საწინააღმდეგო თვისებებს მატებს. ზეთების წყალობით ეს ხეები დაცულნი არიან ტერმიტებისაგანაც.
ამ ხეებს ზრდის პროცესში განსაკუთრებული თვისებები გააჩნიათ. ინვითარებენ სწორ ღეროს როკების გარეშე. ეს იმიტომ, რომ ახალგაზრდობაში ქვედა ტოტები პერიოდულად ცვივათ და ზედა ტოტები ქმნიან შეკრულ ვარჯს, რაც მზის სხივებს პრაქტიკულად არ ატარებს ნიადაგის ზედაპირამდე.
ამის გამოა, რომ ამ ტყეების ვარჯის ქვეშ ქვეტყე ცუდადაა განვითარებული, აქ იზრდება გვიმრებიც და ამიტომაც მეტად ცუდია განახლება. მართალია საქვოია იძლევა დიდი ოდენობის თესლს, მაგრამ ვარჯის მიერ ნიადაგის მაქსიმალური დაჩრდილვის გამო სექვოიის განახლება ძალიან ცუდია.
სექვოიის ტყეები იმდენად დიდმნიშვნელოვანია, რომ ამ ტყეების შესანარჩუნებლად და აღწარმოებისთვის ჯერ კიდევ 1864 წელს აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით სიერა-ნევადას მთების დასავლეთ ფერდობებზე არსებული სექვოიის ტყეებში შეიქმნა სახელმწიფო ნაკრძალი, რომლის ფუნქციონირება 1872 წელს დაიწყო. ეს ის პირველი ეროვნული პარკია, რომლის 100 წლისთავიც მთელმა მსოფლიომ აღნიშნა.
სექვოიის ხეების საოცარი სიდიდე, მათი ბიოლოგია ყოველთვის იზიდავდა მსოფლიოს მეცნიერებს, ტურისტებს, სტუმრებს. მის სანახავად მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოდიოდნენ და მოდიან, მათი საოცრებით ტკბებოდნენ და ტკბებიან, ამ ხეების პოპულარიზაციისათვის აქ იჭრებოდა ეს ხეები მსოფლიოს მუზეუმებში გამოსაფენად.
ასე, მაგალითად 1893 წელს აქ მოიჭრა 105 მეტრის სიმაღლის მქონე სექვოიის ხე, რომლის დიამეტრი მკერდის სიმაღლეზე 12 მ-ს შეადგენდა. ეს ხე 22 დღის განმავლობაში იჭრებოდა და მოჭრის შემდეგ მისი ღეროს ფესვის ყელზე გადანაჭერზე მოაწყვეს ესტრადა.
კალავაროსის შტატში ყველაზე მაღალ სექვოიას, რომლის სიმაღლეც 120 მეტრი იყო და დიამეტრი მკერდის სიმაღლეზე 12 მ, გარშემოწერილობა ფესვის ყელთან 33 მეტრი „ტყის მამა“ უწოდეს.
მსოფლიოს ხალხების, სტუმრებისა და ტურისტების მოსაზიდად ერთ-ერთ უდიდეს სექვოიის ხეს ინდიელების ენაზე სახელად „ვახვო-ნახ“ დაარქვეს, რაც გრანდიოზულ ხეს ნიშნავდა და მის ღეროში 10 მ სიგრძისა და 12,5 მ სიგანის გვირაბი გამოჭრეს. ამ საოცარ გვირაბში ცენტრალური სამანქანო გზა გაიყვანეს, სადაც მოძრაობდა, როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ტრანსპორტი.
მსოფლიოს დენდროლოგთა წმინდათა წმინდა მეორე პარკია, რომელიც 1990 წელს ამავე ადგილებში გენერალ გრანტის მიერ შეიქმნა და მისივე სახელი ეწოდა. აქ არსებულ 90-დან 110 მეტრი სიმაღლის გიგანტურ სექვოიას ხეებს დაერქვა: „პატრიარქი“, „ლინკოლნი“, „ტყის დედა“, „ტყის მამა“.
ამჟამად გავრცელებული აზრის მიხედვით „ტყეების პატრიარქის“, „ტყეების გიგანტის“ სიმაღლე 144 მ-ია, ზოგიერთის აზრით 135 მეტრი, დიამეტრი მკერდის სიმაღლეზე 12,5 მ-ია, ასაკი 4000 წელი.
1900 წელს პარიზში საერთაშორისო გამოფენაზე გამოსატანად აშშ-ში დაამზადეს გიგანტური სექვოიას მორისაგან 100 (ასი) მეტრი სიგრძის ფიცარი, მაგრამ მისი გადმოტანა ვერცერთმა გემის კაპიტანმა ვერ იკისრა.
1953 წელს აქ ფესვის ყელზე გიგანტური სექვოიას გადანაჭერზე, კარგადაა გამოსახული წლიური რგოლები. ამ წლიური რგოლებით აღნიშნულია ღირსშესანიშნავი თარიღები, სადაც მინიშნებულია 323 წელი ჩვენს წეთაღრიცხვამდე, რაც მიუთითებს ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების თარიღსა და სხვას.
აქ მოსული ტურისტები და სტუმრები დიდი დაინტერესებით ათვალიერებენ ამ აღნიშვნებს. დამკვირვებლებს, სტუმრებსა და ტურისტებს აოცებთ არა მარტო ამ ხეების უმეტესი ნაწილის სიმაღლეები 100 მ-დან 144 მ-მდე, არამედ მათი დიამეტრის სიდიდეები 9-მ-დან 12 მ-მდე და ხის ქერქის სისქე 40-სმ-დან 60-სმ-მდე, რომელიც ფართოდ გამოიყენება ფარმაკოლოგიაში. ამ ხეების ვარჯი გადატვირთულია ფრინველებითა და ხეებზე მობინადრე ცხოველებით და ტყის ყოველნაირი არსებებით.
ბუნების საოცრება – სექვოია საუკეთესოდ იზრდება საქართველოს პირობებში, კერძოდ ბათუმში, წინანდალში, სოხუმში, ქუთაისსა და სხვ. ზრდაგანვითარების პირობებს და ერთეული ეგზემპლიარები 80 წლის ასაკში, სიმაღლეში უკვე 40 მ-ზე მეტია, დიამეტრი მკერდის სიმაღლეზე 1,5 მ-ს აღემატება.
ამიტომ სასწრაფოდ უნდა დავაყენოთ საკითხი სათანადო ორგანოების, მთავრობის, წინაშე დაიწყოს სექვოიის თესლებისა და ნერგების კალიფორნიიდან, პენსილვანიიდან, სხვა შტატებიდან შემოტანა და საქართველოში მათთვის შესაბამის მთის ფერდობებზე, ხეობებში და ტენიან ადგილებზე, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით მათი გაშენება.
სექვოია ბუნების საოცრება. სატყეო მოამბე.
ავტორები: ოთარ დვალიშვილი, ვლადიმერ გუდაძე, დავით კუპრაშვილი.