საინტერესო ფაქტები ავოკადოს შესახებ

ავოკადო, საინტერესო, ფაქტები

ავოკადო (ლათ. Persēa americāna), დაფნისებრთა ოჯახის მარადმწვანე ხეხილოვანი მცენარეა. მის სამშობლოდ მექსიკა-გვატემალის საზღვრის ორივე მხარეს მდებარე მაღალმთიანეთი ითვლება.

ავოკადო სწრაფად მზარდი ხეა, სიმაღლე აღწევს 20 მეტრს. ღერო ჩვეულებრივ სწორი და ძლიერ ტოტიანია. ფოთლები ელიფსურია, აღწევს 35 სმ სიგრძეს, ცვივა მთელი წლის განმავლობაში.

ნაყოფი ერთთესლიანი კენკრაა მსხლისებრი, ელიფსოიდური ან სფერული ფორმის. მწიფე ნაყოფის სიგრძე 5-დან 20 სმ-მდეა, წონა 50 გ-დან 1,8 კგ-მდე. ნაყოფის კანი გლუვია, მოუმწიფებელ ნაყოფებში მუქი მწვანეა და მომწიფებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ შავდება. მწიფე ნაყოფის რბილობი მწვანე ან მოყვითალო-მწვანე ფერისაა, შეიცავს უამრავ ცხიმებს.

ნაყოფი შეიცავს 30%-მდე ცხიმებს, 1,6–2,1% პროტეინს, ვიტამინებს B1, B2, С, D და სხვა; შაქარს თითქმის არ შეიცავს. იყენებენ საკვებად, პარფიუმერიაში და სამკურნალოდ.

ავოკადო ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მასში უჯერი ცხიმოვანი მჟავები, დაახლოებით 20 ვიტამინი და მინერალური ნივთიერებაა

მექსიკა ლიდერობს ავოკადოს წარმოებასა და ექსპორტში. ავოკადო მოჰყავთ ბევრ ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონში (აშშ, ბრაზილია, აფრიკა, ისრაელი). მოსავალი: 150-200 კგ ნაყოფი ხეზე. ავოკადოს 400-ზე მეტი სახეობაა. ევროპაში ავოკადოს შეძენა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში.

საინტერესო ფაქტები

მექსიკაში აკეთებენ ავაკადოს სუპებს და ამზადებენ კერძებს. ვინაიდან ამ ხილს აქვს ნეიტრალური, ნაზი გემო, ის კარგად ეგუება პროდუქტების ნებისმიერ კომპლექტს და ხშირად იყენებენ ძირითად ინგრედიენტად: სოუსებში, პაშტეტებში, კოქტეილებში და ნაყინებშიც კი.

ავოკადოს ნაყოფის შემადგენლობაშია უჯერი ცხიმოვანი, მათ შორის ომეგა-3 ცხიმოვანი მჯავები. შეიცავს B ჯგუფის, C, K, E, A, D, PP ვიტამინებს, თუთიას, სპილენძს, სელენს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს, საკვებ ბოჭკოებს.

1998 წელს გინესის რეკორდების წიგნმა ოფიციალურად დაასახელა ავოკადო ყველაზე ჯანსაღ ხილად მსოფლიოში.

ავოკადოს ჭამის პირველი მტკიცებულება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 10000 წლით თარიღდება. ეს ხე სამხრეთ ამერიკაში გაჩნდა.

ავაკადოს ხე სიმაღლეში 20 მეტრს აღწევს.

ბოტანიკური თვალსაზრისით, ეს ხე არის იმავე დაფნის უახლოესი ნათესავი, საიდანაც გვირგვინებს ამზადებდნენ ძველ საბერძნეთსა და ძველ რომში.

მიუხედავად იმისა, რომ ავოკადო ხეებზე იზრდება, ისინი მხოლოდ ტოტიდან მოკრეფის შემდეგ მწიფდებიან. ვინაიდან ნაყოფი ხეზე არ რბილდება, რეკომენდებულია მოსავლის აღება უშუალოდ მოხმარების წინ. დაკრეფილი ხილი შეიძლება ინახებოდეს დაბალ ტემპერატურაზე დაახლოებით 100C.

ავოკადოს ყველაზე გავრცელებულ ჯიშს ჰასი ერქვა. ჯიშს ამერიკელი ფოსტალიონი რუდოლფ ჰასის სახელი ეწოდა, რომელმაც თავის ეზოში აღმოაჩინა ავოკადოს ხე გემრიელი ხილით და დააპატენტა 1935 წელს. ჰასის ავოკადოს ყველა ხე იმავე ხისგან მოდის და ის დღესაც ნაყოფს იძლევა.

მსოფლიოში 400 სახეობის ავოკადო არსებობს და ყველა მათგანი განსხვავდება ფერის, ზომისა და წონის მიხედვით. ჩვენთან ცნობილი ჩვეულებრივი ავოკადო არის საშუალო ვარიანტი, თითოეული ნაყოფის წონა დაახლოებით 250 გრამია.

ადრე ითვლებოდა, რომ ბანანი კალიუმის შემცველობით ჩემპიონი იყო, მაგრამ ავოკადომ ის ჩაანაცვლა. 100 გრამი ბანანი შეიცავს ზრდასრულთათვის კალიუმის დღიური დოზის 10%-ს, ხოლო ავოკადო შეიცავს 14%-ს.

ვინაიდან ავოკადო მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ჯანსაღი ცხიმებით და სხვა საკვები ნივთიერებებით, მას აქვს „დაბერების საწინააღმდეგო“ თვისებები – ანელებს დაბერების პროცესს, რითაც გვინარჩუნებს ახალგაზრდულ კანს.

ავოკადო შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან ის შეიცავს ნახევარ პროცენტზე ნაკლებ შაქარს და ამასთანავე ბევრ ვიტამინს და მიკროელემენტს, რომლებიც კარგია ჯანმრთელობისთვის და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

სახელწოდება „ავოკადო“ ამ ხილს ესპანელებმა დაარქვეს, რომლებმაც პირველი ევროპელები იყვნენ ვინც ეს ხილი დააგემოვნა.

მიუხედავად ცხიმისა და მაღალი კალორიული შემცველობისა, ავოკადო დიეტური პროდუქტია. ის აბსოლუტურად არ შეიცავს ქოლესტერინს და ნახშირწყლებს და მის შემადგენლობაში შემავალი ყველა ცხიმი 100% ათვისებადია.

სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ხალხში ავოკადო ითვლება ყველაზე ძლიერ აფროდიზიაკად, ამიტომ ამ ხილს ახალდაქორწინებულებს ჩუქნიან. აზიაში, როგორც წესი, მანგოს ჩუქნიან იმავე მიზნით.

ავოკადო შეიცავს იმდენ პროტეინს, რომ მას შეუძლია მთლიანად ჩაანაცვლოს ხორცის კერძები. ამიტომაც არის ძალიან პოპულარული ვეგეტარიანელებსა და ვეგანებს შორის.

ეს არის სამხრეთის ხილი და არ უყვარს სიცივე, ამიტომ უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე. მაცივარში უფრო სწრაფად გაფუჭდება.

ავოკადოს ხის ქერქი ძალზე შხამიანია. თუმცა ამის შესახებ ცხოველებმა იციან.

ავოკადოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია მექსიკური საჭმლის გუაკამოლე, რომელიც ძირითადად შედგება ავოკადოს რბილობისაგან მარილის, ლაიმის წვენის და ზოგჯერ სანელებლებისა და ბოსტნეულის დამატებით.

თუ თქვენ გაქვთ ალერგია ლატექსის ან ციტრუსის მიმართ, იყავით ფრთხილად ავოკადო ადვილად იწვევს ალერგიულ რეაქციას.

იხილეთ აგრეთვე: ავოკადო – თესვა, დარგვა, ბაღის გაშენება, ჯიშობრივი ჯგუფები

თქვენი რეკლამა