ბიომასის ბრიკეტი – შეშის საუკეთესო ალტერნატივა
სათბობ რესურსებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. ოჯახების მიერ შეშის მოხმარება მნიშვნელოვნად მეტია იმ ოდენობასთან შედარებით, რომლის გაცემაც ჩვენს ტყეებს შეუძლია.
რა არის ბრიკეტი ?
ბიომასის ბრიკეტი დაპრესილი, ძირითადად, აგურისებური ან ცილინდრული ფორმის მყარი ბიოსაწვავია. იგი მზადდება გამომშრალი ხის ნაფოტების, ტყისა და სოფლის მეურნეობის ნარჩენებისაგან.
ბრიკეტის მწარმოებლები ბიომასას აგროვებენ და აქუცმაცებენ, რათა გაადვილდეს მათი შემდგომი დამუშავება. დაქუცმაცებული ბიომასა იწნეხება მაღალი წნევის ქვეშ წებოს ან ყოველგვარი სხვა ხელოვნური დანამატების გარეშე.
ბრიკეტების მოხმარებით ხელს ვუწყობთ კლიმატის ცვლილების პროცესის შერბილებას, ტყის ეკოსისტემის შენარჩუნებას და ვამცირებთ დანახარჯებს გათბობასა და საჭმლის მომზადებაზე.
ბრიკეტების გამოყენება შესაძლებელია საქართველოში გავრცელებული ნების მიერი ტიპის შეშის ღუმელში, რაც დადებითი ფაქტორია ტრადიციული საშეშე მერქნის ჩასანაცვლებლად.
ბრიკეტის უპირატესობები
→ ბრიკეტებს უფრო მაღალი კალორიულობა და ენერგიის შემცველობა აქვს (5 კვ/სთ ერთ კილოგრამზე) ვიდრე იმავე წონის შეშას.
→ მოცულობებს თუ შევადარებთ, ბრიკეტების სარგებელი უფრო ცხადი გახდება. ერთი კუბური მეტრი ბრიკეტის შეძენით თქვენ ბევრად მეტ ენერგიას მიიღებთ შეშასთან შედარებით.
→ ერთ მ3 შეშის კალორიულობა 1,000 კვ/სთ-ია, ერთი მ3 ბრიკეტისა კი 5,500 კვ/სთ!
→ მაღალი ენერგოსიმჭიდროვის გამო ბრიკეტი მოცულობით მცირეა, ამიტომ შეშათან შედარებით მისი ტრანსპორტირება უფრო მარტივია.
→ ტენიანობის შემცველობა ბრიკეტში და ახლოებით 8-12 პროცენტია, რის გამოც უფრო სუფთად და ეფექტიანად იწვის ნაკლებია კვამლი და ფერფლი.
→ ბრიკეტის წვისას გამოიყოფა ზუსტად იმ რაოდენობის ნახშირორჟანგი, რამდენსაც შთანთქავენ ხეები ზრდის პროცესში ფოტოსინთეზის შედეგად, მაშინ, როცა შეშა ბევრად მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფს.
როგორ ვაწარმოოთ ბიომასის ბრიკეტები
ბიომასის ბრიკეტი დაპრესილი, ძირითადად, აგურის ან ცილინდრული ფორმის, მყარი ბიო საწვავის სახეობაა. იგი მზადდება როგორც მერქნის მასალისაგან, ასევე სასოფლო- სამეურნეო ნარჩენისაგან.
ბიომასისაგან ბრიკეტების წარმოების სწორად დაგეგმილი და წარმართული ბიზნესი მომგებიანია ყველასთვის – მეწარმისათვის, მომ ხმარებლისა და, მთლიანად, ქვეყნისათვის.
ეტაპი 1 – ბიომასის შეგროვება
პირველ ეტაპზე ხდება მოსახლეობისათვის გამოუსადეგარი ბიომასის შეგროვება. წარმოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია ბიომასის ხარისხის კონტროლი.
რა არ უნდა მოხვდეს ბიომასაში
ზემოთ ჩამოთვლილი მასალის მოხვედრა დამქუცმაცებელ მანქანაში ყოველთვის უნდა ავიცილოთ თავიდან, რომ არ მოხდეს ხელსაწყოს დანების ცვეთა.
მასალები ბიომასისთვის
ლიქენების, ხავსების ან შემპალი ხის არსე ბობა დასაშვებია, რადგან წარმოების პროცესში მოხდება მათი გაშრობა და ტენიანობის მინიმუმამდე დაყვანა. სასურველია, რომ ბიომასაში მაღალი იყოს წიწვოვანი და წიფლის ხეების მერქნის შემცველობა.
ეტაპი 2 – ბიომასის დაქუცმაცება
სპეციალური დანადგარი ამცირებს ბიომასის ზომას. დამქუცმაცებელ მანქანას აქვს მბრუნავი ცილინდრისებური ნაწილი, რომელზეც დამაგრებულია დანები. დანები მანამ ანაწევრებენ ბიომასას, სანამ ნაწილაკები ფილტრში ჩაცვივდებიან.
ეტაპი 3 – დაქუცმაცებული ბიომასის ტრანსპორტირება გასაშრობ კონტეინერში
დაქუცმაცებული ბიომასა ტრანსპორტიორის ლენტის საშუალებით გადადის საშრობ კონტე ინერში და აქვე ერევა ნახერხი. ნახერხის გამოყენება მნიშვნელოვანია ბრიკეტების შესაკვრელად. იმისათვის, რომ ბრიკეტებს გამოკვეთილი ფორმა და კიდეები ჰქონდეთ, სასურველია, მინიმუმ, 30% ნახერხის დამატება. ბრიკეტის წარმოება, ასევე, შესაძლებელია მხოლოდ ნახერხის გამოყენებით.
ეტაპი 4 – გაშრობა ეს ეტაპი ყველაზე მნიშვნელოვანია!
გაშრობამდე ტენიანობის საზომით უნდა გაიზომოს წყლის შემცველობა დაქუცმაცებულ ნედლეულში, ისევე, როგორც ნახერხში. გაშრობის შემდეგ ტენიანობის შემცველობა დაქუცმაცებულ ბიომასაში უნდა იყოს მაქსიმუმ 10-12 %.
გაითვალისწინეთ !!! დამქუცმაცებელ მანქანაში მოხვედრილი ბიომასა არ უნდა იყოს ძალიან სველი. დამქუცმაცებელი მანქანის გამოყენე ბამდე აუცილებელია ინსტრუქციის დეტალური შესწავლა. არასწორმა გამოყენებამ, შესაძლოა, ფატალური შედეგი გამოიწვიოს!
ეტაპი 5 – დაპრესვა
ყოველ ჯერზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა იპოვოს ბალანსი წნევის ძალას, ბიომასის ხარისხსა და ბრიკეტის ხარისხსს შორის. თუ დაპრესვის შემდეგ მიღებული ბრიკეტი სკდება, სავარაუდოდ, მაღალი წნევა იყო გამოყენებული. საწარმოს თანამშრომლები უნდა დააკვირდნენ აგრეთვე ბრიკეტის წვის ხარისხს. თუ ბრიკეტი წვისას არ იშლება, შესაძლოა, მასალა ზედმეტად მაღალი წნევის ქვეშ დაიპრესა. თუ ბრიკეტის წვის პროცესი ხანმოკლეა და პროდუქტი მალე იშლება, რეკომენდებულია, ოდნავ მოვუმატოთ წნევას.
ეტაპი 6 – ბრიკეტების შენახვა და შეფუთვა
სასურველია, ბრიკეტები წარმოებიდან 2-3 დღეში შეიფუთოს. პროდუქცია ერთ თვეზე მეტ ხანს არ უნდა დარჩეს შეუფუთავი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრიკეტები ჰაერიდან შეიწოვენ ტენს და დეფორმირდებიან. წარმოებისთანავე ბრიკეტების შეფუთვის შემთხვევაში კი ხელს შევუწყობთ კონდენსაციის პროცესს შესაფუთ მასალაში.
კონვეირის ზოგადი სქემა
რა უნდა ვიცოდეთ ბრიკეტის გამოყენებამდე
→ არ შეუკეთოთ ღუმელში მხოლოდ ბრიკეტები, მით უმეტეს, დიდი რაოდენობით, ამით, შესაძლოა, ღუმელი დააზიანოთ, ვინაიდან ბრიკეტი ბევრად მეტ სითბოს გამოყოფს, ვიდრე შეშა!
→ მხოლოდ ბრიკეტებით ცეცხლის დანთება რთულია. გირჩევთ ღუმელი ჩვეულებისამებრ გაახუროთ და ბრიკეტი შემდეგ დაუმატოთ.
→ მნიშვნელოვანია წვის კონტროლი ღუმელში ჰაერის შედინების რეგულირებით და ნელი, თანდათანობითი წვის პროცესის შენარჩუნებით.
→ ბრიკეტები გამოსცემენ სითბოს ხანდახან იმაზე სწრაფად, ვიდრე საჭიროა, შესაბამისად, რეკომენდებულია, გამოიყენოთ სპეციალური ღუმელი, რომელსაც შეუძლია სიმხურვალის შენახვა-წვის პროცესში.
environment.cenn.org
იხილეთ ბრიკეტირების მარტივი დაზგის პრინციპის სქემა: ბრიკეტი — ეკოლოგიურად სუფთა საწვავი საშუალება