ღორის ხორცის წარმოების საინვესტიციო შესაძლებლობები

მეღორეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგია, რომელსაც მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში მისდევს.

ღორი მალმწიფადი, მაღალპროდუქტიული ცხოველია, რომლის ხორცი და მისგან მომზადებული პროდუქტები მაღალი ხვედრითი წილით არის წარმოდგენილი კვების რაციონში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში მეღორეობის დარგის განვითარებას ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობოდა.

განასხვავებენ ადგილობრივი ღორის კახურ, სვანურ და რაჭულ პოპულაციებს, რომელთაგან ყველაზე უკეთ შესწავლილი და გავრცელებული კახური პოპულაციაა, ვინაიდან მოვლა-შენახვის უფრო მარტივ პირობებს მოითხოვს. კახური ღორის ხორცი კარგი გემური თვისებებით და ზომიერი ცხიმიანობით გამოირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ მეღორეობა საქართველოში თითქმის ყველგან არის გავრცელებული, ძირითად მწარმოებელ რეგიონებს იმერეთი, სამეგრელო, კახეთი და ქვემო ქართლი წარმოადგენს.

ქვეყანაში მეღორეობის დიდი ფერმების სიმცირეა და დარგი ძირითადად, მცირე ფერმერული მეურნეობების დონეზეა წარმოდგენილი.

საინვესტიციო შესაძლებლობები

  • მაღალპროდუქტიული ჯიშების მიწოდება;
  • ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება;
  • საკვების წარმოება;
  • კომბინირებული საკვებისთვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება;
  • თანამედროვე ფერმების ჩამოყალიბება;
  • სასაკლაო ინფრასტრუქტურის შექმნა და მომსახურების მიწოდება;
  • დამატებითი ღირებულების შესაქმნელად მომსახურების მიწოდება;
  • სასაკლაოსთვის განკუთვნილი მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების მიწოდება;
  • დამატებითი ღირებულების შესაქმნელად ტექნიკისა და ტექნოლოგიების მიწოდება;
  • პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება.

invest_Rori_tx_3333304948555555550სოფლის მეურნეობის სამინისტრო

თქვენი რეკლამა