18 000 ადამიანი შეიკრიბა შაბათს, 21 იანვარს ბერლინის ცენტრში, რათა მონაწილეობა მიეღო საპროტესტო მარშში.
აქციის მონაწილეები გერმანიის ხელისუფლების სოფლის მეურნეობის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციის ძირითად საკითხებს შორის იყო:
- ტრანსატლანტიკური სავაჭრო შეთანხმება TTIP;
- კომპლექსური ეკონომიკური და სავაჭრო შეთანხმება CETA;
- გენმოდიფიცირებული მასალის და ნიტრატების გამოყენება;
- მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა;
- ბიოწარმოების მხარდაჭერა.
აქციაში სოფლის მეურნეობის დარგობრივი ასოციაციების და კავშირების წამომადგენლებიც მონაწილეობდნენ.