2022 წლის გაზაფხული უხვი ნალექით გამორჩეული, ზაფხულის მეორე ნახევარი კი გვალვიანი იყო. აღნიშნულმა კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო ქეცის, კალიფორნიის ფარიანისა და ტკიპების ძლიერ გავრცელებას. ბლის კულტურაში პროგრესირება განიცადა დაავადებებმა – კოკომიკოზმა, კლასტეროსპოროზმა, სიდამპლეებმა, რიგ ადგილებში კი გავრცელდა ალუბლის ლორწოიანი ხერხია, აღინიშნა მცენარეთა ხმობის შემთხვევები.
რეკომენდაციებს ვაძლევდით თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი, კენკროვანი კულტურების მოსაყვანად, აგრეთვე რჩევები გაიცემოდა – ვაზის, სიმინდის, ბოსტნეულის და კარტოფილის მოვლა-მოყვანის საკითხებთან დაკავშირებით.
მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას ვაწარმოებდით სპეციალურად შედგენილი სქემების მიხედვით. მიმდინარე წელს საუკეთესო შედეგები იქნა მიღებული ყველა კულტურის წარმოების მიმართულებით. ვაშლის ქეცისა და სხვა სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ეფექტურობით გამოირჩეოდა – ნანდო, აფეტი, ათლეტი, პრიუსი. ვაზის დაავადებების წინააღმდეგ ზორვეკ ვინაბელი, ტაზერი და სხვა ფუნგიციდები. ინსექტიციდებიდან ფერმერების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა – ექსირელმა, ტრანსფორმა, სპინტორმა, ჰერბიციდებიდან კი კალილეომ. აღნიშნულ პრეპარატებზე მომავალში იქნება მეტი დაინტერესება.
პოპულარული ხდება კოდა-ს პროდუქცია, ორგანული წარმოშობის პროდუქტები (კოდაჰუმუს 20), მცენარეთა კვების გაუმჯობესებისთვის წყალში სრულად ხსნადი თხევადი სასუქები – აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის მაღალი შემცველობით. მიკროელემენტების დეფიციტის კორექტორები, სტიმულატორები და ბიოსტიმულატორები. ამ პრეპარატების გამოყენებამ თვალნათლივ დაანახა ფერმერებს თუ როგორ მნიშნელოვან გავლენას ახდენს მათი მოსავლის როგორც რაოდენობრივ იოსე ხარისხობრივ მაჩვენებელზე.
უხვმა ნალექმა და ინფექციის დიდმა ფონმა ხელი შეუწყო ქართლის ბაღებში ქეცის ძლიერ გავრცელებას.ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ძირითადად დავამარცხეთ ქეცი, თუმცა იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ქეცის მიმართ მიმღებიან ვაშლის ჯიშებზე დაავადების გავრცელებამ შეადგინა 15%-20%, ამიტომ მომავალშიც დაგვჭირდება მუშაობა ასეთ ბაღებში აგროღონისძიებების კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩასატარებლად, რათა მოხდეს დაავადებების პრევენცია. სასურველია გავაგრძელოთ მუშაობა ქეცის საწინააღმდეგოდ დაცვის სისტემაში სხვა ახალი ფუნგიციდების ჩასართავად.
2023 წელი ვფიქრობთ ვაშლის მწარმოებელი ფერმერებისთვის ჩვეულებისამებრ რთული, მაგრამ წარმატებული იქნება, კარტლისი კი წელსაც გააგრძელებს ფერმერების გვერდით დგომას და მიაწვდით მათ ცოდნას, გამოცდილებასა და უმაღლესი ხარისხის სასუქებს, პესტიციდებსა და ყველა საჭირო საშუალებას უკეთესი წარმოებისთვის.
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ გვერდს: http://www.cartlis.ge/