უზბეკეთი ლატვიას ხილს და ბოსტნეულს საჰაერო გზით მიაწოდებს

უზბეკეთი, ლატვია

უზბეკეთი ლატვიისთვის ხილისა და ბოსტნეულის მიწოდებას საჰაერო გზით შეძლებს.

უზბეკეთი და ლატვია გეგმავენ ქვეყნებს შორის პირველი სატვირთო ფრენის განხორციელებას 2024 წლის ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Dunyo იტყობინება.

უზბეკეთის საელჩოს ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობის გაზრდის ფარგლებში, ლატვიას ვიზიტით ეწვია ავიაკომპანია Fly Khiva-ს დელეგაცია, გენერალური დირექტორის დილშოდ ხოჯაევის ხელმძღვანელობით.

დელეგაციამ შეხვედრები გამართა შესაბამის სამინისტროებსა და დეპარტამენტებში, ასევე რიგის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო ტვირთების გადაზიდვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, რა დროსაც ლატვიურმა მხარემ ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის ორგანიზებით დაინტერესება გამოხატა.

მხარეებმა ერთობლივად დაიწყეს უზბეკეთი-ლატვიის მარშრუტზე საერთაშორისო საჰაერო ტვირთების გადაზიდვის უზრუნველყოფის საკითხის და მარშრუტის ბალტიის ქვეყნების სხვა დიდ ქალაქებში გაფართოების განხილვა.

ახალი საჰაერო დერეფანი აქტიურად იქნება გამოყენებული უზბეკეთიდან ლატვიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ხილისა და ბოსტნეულის, ტექსტილის და სხვა პროდუქტების ექსპორტისთვის.

წყარო: EastFruit

კრედო ბანკი