2026 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა ექსპორტზე 135,6 ათასი ტონა პომიდორი გაიტანა, რომლის საერთო ღირებულებამ 163.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ABC.az ავრცელებს.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პომიდვრის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 14,8 მილიონი დოლარით (9,9%-ით) გაიზარდა. ექსპორტის ფიზიკური მოცულობა კი 0,9%-ით გაიზარდა, რაც დამატებით 1 300 ტონა პროდუქციას შეადგენს.
წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში პომიდვრის ექსპორტმა აზერბაიჯანის მთლიანი საექსპორტო შემოსავლების დაახლოებით 1% უზრუნველყო.
ამავე პერიოდში ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ 24,66 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,1%-ით მეტია. აქედან ექსპორტზე 16,32 მილიარდი დოლარი, ხოლო იმპორტზე 8,34 მილიარდი დოლარი მოდის.
2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით, აზერბაიჯანის ექსპორტი 26,7%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 27,6%-ით შემცირდა. შედეგად, ქვეყნის საგარეო ვაჭრობის პროფიციტმა 7,98 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის ექვსჯერ აღემატება.
პომიდორი – მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია და ჯიშები

