უკრაინელმა მწაროებელმა ევროკავშირში 2 ათასი ტონა ლურჯი მოცვი გაიტანა

ლურჯი, მოცვი, კენკრა, ექსპორტი

უკრაინელმა მწაროებელმა ევროკავშირში ექსპორტზე 2 ათასი ტონა ლურჯი მოცვი გაიტანა.

შპს „ბეტეკის“ დირექტორის ვიქტორ ფარაფონოვის თქმით, კომპანიამ, რომელსაც უკრაინაში უდიდესი მოცვის პლანტაცია აქვს, ევროკავშირში ექსპორტზე თითქმის 2 ათასი ტონა კენკრა გაიტანა, – წერს Fruit-inform-ი AgroPortal.ua- ს დაყრდნობით.

ლურჯი მოცვი 300 ჰექტარზე მეტ ფართობზე მოგვყავს და მოსავლის 90% ევროკავშირის ქვეყნებში გაგვაქვს ექსპორტზე. ამ სეზონში, ყველაზე დიდი რაოდენობა ნიდერლანდებში და დიდ ბრიტანეთში გავიტანეთ. ნებისმიერი კულტურის მათ შორის კენკრის გაშენება, ძალიან რთული პროცესია. კლიმატური პირობები, ლოჯისტიკური კომპონენტი და ადამიანური რესურსი არის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ბიზნესის განვითარებაზე კენკრის წარმოების დროს, ”- აღნიშნავს ვიქტორ ფარაფონოვი.

მისივე თქმით, ადრე კომპანიას 20 ჰექტარი ჟოლოც ჰქონდა, მაგრამ უარი თქვეს ჟოლოს წარმოებაზე ლურჯი მოცვის სასარგებლოდ და მომავალში კიდევ უფრო განავითარებენ ამ მიმართულებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით მოცვის წარმოებაში.

„ახლა ჩვენ გადავდივართ მცენარეთა ინტეგრირებულ დაცვაზე, ვცდილობთ ნაკლებად გამოვიყენოთ ქიმია, განსაკუთრებით ინსექტიციდები მოცვის ყვავილობის პერიოდში და ჩავანაცვლოთ ისინი ბიოლოგიური დაცვის საშუალებებით, ასევე ამ სეზონში ჩვენ ვგეგმავთ ახალი ნარგავებით ძველების ჩანაცვლების.“- ამბობს ვიქტორ ფარაფონოვი.

მან ასევე აღნიშნა, რომ შემდეგი სეზონისთვის იგეგმება ლურჯი მოცვის მოსავლისა და ექსპორტის 2019 წლის დონეზე შენარჩუნება.

east-fruit.com-ის მასალების მიხედვით.

იხილეთ: მოცვის წარმოების აგროტექნოლოგია

თქვენი რეკლამა