კომბოსტო თითქმის უფასოდ -წლის განმავლობაში უკრაინული კომბოსტოს ფასი 1.7-ჯერ დაეცა.
წინა კვირაში უკრაინაში თეთრთავიანი კომბოსტოს ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, იტყობინებიან EastFruit-ის ანალიტიკოსები.
ბაზრის მონაწილეების თქმით, ეს გამოწვეული იყო შეთავაზებების გაზრდით არასაკმარისად აღჭურვილი შემნახველი ობიექტების მფლობელებიდან, რომლებმაც პროდუქციის შემდგომი შენახვა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.
ამავდროულად, ბევრი ფერმერი დაინტერესებული იყო გაყიდვების სწრაფი დასრულებით და გაყიდვების ტემპის დასაჩქარებლად, ისინი მომხმარებლებთან დათმობებზე წავიდნენ. ფასების ასეთი კორექტირების შედეგად, თეთრთავიანი კომბოსტო დღეს 1.5-2.5 UAH / კგ (0.06-0.10 $ / კგ) ფასად იყიდება, რაც საშუალოდ 20% -ით იაფია, ვიდრე ერთი კვირის წინ.
უნდა აღინიშნოს რომ, სათანადოდ აღჭურვილი საცავების მეპატრონეებმა, ბაზარზე არასტანდარტული პროდუქციის მიწოდების შემცირების მოლოდინში, უარი თქვეს მაღალი ხარისხის თეთრთავიანი კომბოსტოს გაყიდვაზე დაბალ ფასად, თუმცა ამან ვერ შეამცირა ფასის ვარდნა.
ამ დროისთვის, უკრაინაში თეთრთავიანი კომბოსტო მომხმარებელს 1,7 ჯერ უფრო იაფი უჯდება, ვიდრე 2019 წლის იანვრის ბოლოს.
ამავე დროს, ბაზრის ანალიტიკოსები ჯერ კიდევ არ მოელიან ამ სეგმენტში მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისინი თავის მოსაზრებას ბაზარზე ამ პროდუქტის დიდი რაოდენობით ხსნიან.
east-fruit.com-ის მასალების მიხედვით.