თურქული თხილის ექსპორტის მოცულობა შემცირდა

თხილი, თურქეთი, ექსპორტი

სეზონის დასაწყისიდან თურქული თხილის ექსპორტის მოცულობა შემცირდა, თუმცა ფასი გაიზარდა.

2023-2024 წლების თხილის საექსპორტო სეზონის ხუთთვიან პერიოდში თურქეთმა $1,17 მილიარდი გამოიმუშავა, იუწყება სააგენტო Anadolu.

შავი ზღვის თხილისა და თხილის პროდუქციის ექსპორტიორთა ასოციაციის განცხადებაში მოცემულია ინფორმაცია 1 სექტემბერს დაწყებული 2023-2024 წლების საექსპორტო სეზონის ხუთთვიანი პერიოდის შედეგების შესახებ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 31 იანვრამდე პერიოდში საზღვარგარეთ ექსპორტირებულია დაახლოებით 1,17 მილიარდი დოლარის ღირებულების 142,17 ათასი ტონა თხილი, შედარებისთვის, გასული სეზონის იმავე პერიოდში ექსპორტირებული იყო 880,36 აშშ დოლარის ღირებულების 152,72 ათასი, ტონა თხილი.

თურქმა ექსპორტიორებმა გასულ წელს თხილის ექსპორტი 121 ქვეყანაში განახორციელეს, პარალელურად, თხილის მწარმოებლები მუშაობენ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე.

იხილეთ: თხილი – დარგვა, გამრავლება – თხილის ბაღის გაშენება

თქვენი რეკლამა