სამხრეთ აფრიკიდან ევროკავშირში ციტრუსის ექსპორტი გაიზარდა

ციტრუსი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ექსპორტი

32-ე კვირის ბოლოსთვის, სამხრეთ აფრიკამ ექსპორტზე 1.3 მილიონი ტონა ციტრუსი გაიტანა, რაც 2020 წლის მოსავლის დაახლოებით 60%-ია, ნათქვამია სამხრეთ აფრიკის ციტრუსის მწარმოებელთა ასოციაციის Citrus Growers Association (CGA) ანგარიშში.

აღინიშნება, რომ გრეიფრუტის და მანდარინისთვის უცხოეთის ბაზრებზე გადანაწილება 2019 წლიდან არ შეცვლილა. ლიმონისა და ფორთოხლისთვის მნიშვნელოვანი მიწოდების მოცულობები აზიიდან ევროპაში გადავიდა.

ამრიგად, ლიმონისთვის, აზიის ბაზრებზე მომარაგების წილი 2019 წლის 12%-დან – 2020 წელს 6%-მდე შემცირდა. ხოლო ევროპულ ბაზრებზე კი 28%-დან 35%-მდე გაიზარდა. ანალოგიური ტენდენცია ვითარდება Navels-ის ჯიშის ფორთოხალთან მიმართებაში: აზიაში მომარაგების წილი შემცირდა 20%-დან 12%-მდე, ხოლო ევროპაში 28% -დან 36% -მდე გაიზარდა, წერს FruitNews-ი CGA მასალებზე დაყრდნობით.

მთლიანობაში, სამხრეთ აფრიკის ციტრუსის ექსპორტი ყველა კატეგორიაში, 2019 წლის იმავე პერიოდში გატანილი 1 მილიონი ტონიდან – 1,3 მილიონ ტონამდე გაიზარდა.

32-ე კვირის შედეგების მიხედვით, საგარეო ბაზრებზე შემდეგი მოცულობები გაიგზავნა: გრეიფრუტი – 202,5 ​​ათასი ტონა (-2.9%), მანდარინი – 238.5 ათასი ტონა (+ 36%), ლიმონი – 310.5 ათასი ტონა (+ 38%), Navel-ის ჯიშის ფორთოხალი – 285 ათასი ტონა (+ 15.9%), Valencia-ს ჯიში ფორთოხალი – 238.5 ათასი ტონა (+ 37%).

EastFruit-ის მიხედვით.

თქვენი რეკლამა