რუსული თაფლი ტენდერიდან მოიხსნა

თაფლი, ტენდერი

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს განცხადებას ნატურალური თაფლის (CON18000093) ტენდერთან დაკავშირებით.

აღნიშნულ ტენდერში დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ „ვ.ტ“ მოქმედი კანომდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში.

სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია, ვინაიდან წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2018 წელის 18 დეკემბერს გამოცხადებულ ტენდერს, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „ვ.ტ“ მიიღო.

სატენდერო დოკუმენტაციით თანხმად, კომპანიას 73,200 კგ თაფლი სახელმწიფოსთვის 1,024,800 ლარად უნდა მიეყიდა (1კგ – 14 ლარი).

„ვ.ტ“- ს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე ატვირთული დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ ტენდერზე შპს „აპიდეი“-მიერ რუსეთში წარმოებული თაფლი წარმოადგინა.

იხილეთ: რუსეთის თაფლი რად გვინდა, ჩვენი ვერ გაგვიყიდია

თქვენი რეკლამა