გაერთიანებული სამეფოში მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომელიც ხელისუფლებისგან სოფლის მეურნეობის სასკოლო პროგრამაში შეტანას ითხოვს.
პეტიცია მოუწოდებს ხელისუფლებას სოფლის მეურნეობა სკოლებში აუცილებელ საგნად შეიტანოს, სწავლების მეცხრე წლამდე GCSE-ის (General Certificate of Secondary Education, ბრიტანეთში სასკოლო განთლების აუცილებელი ეტაპი) ჩათვლით.
ხელისუფლების რეაგირებისთვის (პასუხისთვის) პეტიციაზე 10 000 ხელმოწერაა საჭირო, ხოლო საპარლამენტო დებატების დასაწყებად 100 000 ხელმოწერა.
„სოფლის მეურნეობა მთლიანობაში ძალიან მნიშვნელოვანი დარგია მთელს მსოფლიოში და არა მარტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოების თვალსაზრისით. იმედი გვაქვს, რომ მოსწავლეებისთვის სწორი და ფაქტიური ინფორმაციის მიწოდება, მომავალში ფერმერების და აგროსამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერას განაპირობებს“- ნათქვამია დოკუმენტში.
პეტიციას მხარს უჭერენ მრავალრიცხოვანი ბრიტანული ორგანიზაციები, დარგობრივი ლიდერები და ცნობილი სახეები.
წყარო: farminguk.com