რუმინეთში გვალვამ მოსახლეობის ნაწილი უწყალოდ დატოვა

რუმინეთი, გვალვა, წყალი

ისევე როგორც გასულ ზაფხულს იყო, რუმინეთის სულ მცირე მესამედი გვალვას განიცდის და მასთან ერთად სასმელი წყლის დეფიციტსაც.

რუმინეთი ბოლო დროს ტემპერატურის მკვეთრი მატების მძიმე შედეგებს ებრზის. გვალვამ სერიოზული გავლენა მოახდინა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, განსაკუთრებით სამხრეთ-დასავლეთ დოლჟის (ჟუდეცი) ოლქში.

იქაურ სოფლებში მაცხოვრებლები ყოველდღიურად აწყდებიან სასმელი წყლის დეფიციტს. ჭები შრება და ბევრს ფეხით უწევს მინდვრის გადაკვეთა ადგილობრივი მერიის მიერ გაბურღულ ჭაბურღილამდე. „სიცხეში წყლის გარეშე ძნელია, თუმცა შორია გასავლელი და წყალი თბება“, – ამბობენ ხალხი.

ყველა ადგილობრივი ოჯახი იცნობს ამ სირთულეებს. თითქმის ყველა ზაფხულში აგროვებს იშვიათ წვიმის წყალს სარწყავად და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის.

„წყალს ვყიდულობ, საჭმლის მოსამზადებლად მჭირდება“, – განუცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა Euronews-ს, მეორემ კი სიტუაცია „სუფთა სიღარიბედ“ შეაფასა და რუმინეთი საჰარის უდაბნოს შეადარა, სადაც ტუმბოები და წყლის სისტემები ძირითად საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს.

რუმინეთი ევროკავშირის წევრია 2007 წლიდან. ქვეყნის აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ყოველი მეოთხე მოსახლე არ ააქვს საჯარო წყალმომარაგებაზე წვდომა და ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 40% არ არის მიერთებული კანალიზაციასთან. 2024 წელს რუმინეთმა ბოლო წლების ყველაზე უარესი გვალვა განიცადა და სინოპტიკოსების თქმით, წელს ზაფხული შესაძლოა კიდევ უფრო უარესი იყოს.

წყარო: Euronews

თქვენი რეკლამა