რუმინეთი რაფსისა და ხორბლის რეკორდულ მოსავალს ელის

რაფსი, ხორბალი, რუმინეთი

რუმინეთი 2025 წელს, გაზაფხულზე საკმარისი ნალექებისა და ხელსაყრელი ტემპერატურის შედეგად, ხორბლისა და რაფსის რეკორდულ მოსავალს ელის.

რუმინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო საშემოდგომო კულტურების რეკორდულ მოსავალს ელის, თუმცა მარცვლეულის ნათესები 2.13 მილიონ ჰექტარს შეადგენს, რაც 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ევროკომისიამ ბოლო ორი თვის განმავლობაში ორჯერ გაზარდა რუმინეთში ხორბლის მოსავლიანობის პროგნოზი, რომელიც ამჟამად 4.97 ტ/ჰა-ზეა, რაც გასულ წელთან შედარებით 7.8%-ით, ხოლო ბოლო 5 სეზონის საშუალო მაჩვენებელზე (4.11 ტ/ჰა) 20.9%-ით მეტია.

შედეგად, ქვეყანაში მარცვლეულის მოსავლიანობამ წელს შესაძლოა 11-დან 13.3 მილიონ ტონამდე მიაღწიოს, რაც 2024 წელთან შედარებით (9.29 მილიონი ტონა) 18.8%-ით მეტია.

რუმინეთში რაფსის ფართობმა პირველად გადააჭარბა 700 000 ჰექტარს და სამინისტროს მიერ ზეთოვანი კულტურების ნათესი ფართობების ამჟამინდელი შეფასებით, რეკორდული მაჩვენებელი 702 000 ჰექტარია.

ევროკომისიამ მაისის ბოლოს გამოაქვეყნა წარმოების პროგნოზი რეკორდული 2 მილიონი ტონით, რაც 2024 წელს მოპოვებულ 1.16 მილიონ ტონაზე მეტია. საშუალო მოსავლიანობა, სავარაუდოდ, 2.81 ტონა/ჰა იქნება.

რუმინეთში ნათესების უდიდესი ფართობი ყოველწლიურად, ტრადიციულად  სიმინდს  ეთმობა. 2025 წელს, სავარაუდოდ, ის 2.26 მილიონი ჰექტარი იქნება, რაც ბოლო 5 წლის საშუალო მაჩვენებელზე 5.8%-ით ნაკლებია. ევროკომისია სიმინდის წარმოებას 10.1 მილიონ ტონად აფასებს, საშუალო მოსავლიანობით კი 4.48 ტონა/ჰა.

თქვენი რეკლამა