ირანი მზადაა სომხურ კომპანიებს საკუთარი პორტებით სარგებლობის საშუალება მისცეს.
ერევანი და თეირანი ხელს მოაწერენ სამრეწველო თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სომხურ მხარეს ირანის პორტებით სარგებლობის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერის შეთანხმება მიღწეული იქნა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესა და ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრის მოადგილეს, ირანის პორტებისა და გადაზიდვების ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს ალი აქბარ საფაის შორის.
ირანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა სომხურ კომპანიებს შეუქმნას ხელსაყრელი პირობები ირანის პორტებით სარგებლობისთვის.
ასევე განიხილეს სომხეთ-ირანის ურთიერთობები, კერძოდ, ორ ქვეყანას შორის ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული საკითხები.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სომხეთი შეიძლება გახდეს სატრანზიტო ქვეყანა ირანისთვის EAEU-სა და ევროპის ქვეყნებში, ხოლო ირანი სპარსეთის ყურის და ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ინდოეთში.