აშშ-ს ნუშის მწარმოებელთა ალიანსმა ფუტკრებისთვის 1,9 მლნ. დოლარი გადარიცხა, ეს თანხა, კალიფორნიის სოფლის მეურნეობოს დეპარტამენტის მეფუტკრეობის პროგრამისთვის, მნიშვნელოვანი დანამატი გახდა.
კალიფორნიაში მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, სკების მოპარვისგან დაცვას და ფუტკრის კოლონიების მართვის საუკეთესო მეთოდებს.
აშშ-ში მეფუტკრეობა მომგებიანია, სოფლის მეურნეობის კულტურების დამტვრიანებაც შემოსავლიანი ბიზნესია, ყვავილობის პერიოდში მეურნეობებში სკების ტრანსპორტირება ხდება. მეფუტკრეები და მცენარეული პროდუქტების მწარმოებლები ინტენსიურად თანამშრომლობენ ურთიერთმომგებიანი პირობებით.
ნუშის კარგი მოსავლისთვისაც აუცილებელია ფუტკრების გამოყენება, ფაქტიურად, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მოსავლის მომავალს განსაზღვრავს, ყვავილობის პერიოდში ნუშის დამტვერვაა, საუკეთესო დამამტვრიანებლები კი ფუტკრები არიან, ამიტომ ფერმერები, რომლებსაც ნუში მოჰყავთ, დიდ ყურადღებას აქცევენ ფუტკრების უსაფრთხოებას.
ყოველ წელს ათასობით ავტომობილი, რომელსაც 650 000 სკა გადააქვს, ნუშის ყვავილობისას კალიფორნიისკენ მიემართება. აქ ნუშის გარდა ფუტკრები სულ მცირე 90 კულტურის დამტვერვაში იღებენ მონაწილეობას.
აშშ-ს ნუშის მწარმოებელთა ალიანსი არა მხოლოდ თანხებს გამოჰყოფს მეფუტკრეობის პროგრამის მხარდაჭერისთვის, არამედ, კანონმდებლებთან შედის სხვადასხვა ინიციატივებით, სთავაზობს რა მათ, მაგალითად, პესტიციდების გამოყენების მაქსიმალურ შეზღუდვას, რამდენადაც ეს შესაძლებელია.