დავით სონღულაშვილი ვაშლის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა

ვაშლის, მწარმოებლები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ვაშლის მწარმოებელ ფერმერებს და ექსპორტიორებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა წარმოადგინა ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც სამინისტროში დარგობრივი საბჭო შეიქმნება და ამოცანა სექტორის გამოწვევებისა და საჭიროებების გამოვლენა, სიახლეების გაცნობა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა იქნება.

მინისტრის განცხადებით, საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად, მინისტრის მოადგილის კურატორობით, ხოლო კვარტალში ერთხელ უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით გაიმართება.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, ვაშლის სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის შიდა ბაზრისთვის ვაშლი სტრატეგიულ და ასევე მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტს წარმოადგენს.

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სისტემატიური შეხვედრები ფერმერებთან, რათა სწორად იყოს იდენტიფიცირებული ყველა ის გამოწვევა, რომელიც შესაძლებელია არსებობდეს ამა თუ იმ მიმართულებით. შეხვედრები მოგვცემს შესაძლებლობას, დავიჭიროთ თადარიგი და შესაბამისი რეაგირებები მოვახდინოთ გამოწვევებთან მიმართებით“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ვაშლის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა