
აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტომ (AFSA) ირანიდან იმპორტირებული კარტოფილის პარტია უვარგისად გამოაცხადა.
სააგენტო იტყობინება, რომ ირანიდან Corn.İs-ის მიერ იმპორტირებული კარტოფილის 47,4 ტონა პარტიიდან აღებულ ნიმუშებში, საკარანტინო კარტოფილის ღეროს ნემატოდაა აღმოჩენილი.
ამასთან დაკავშირებით მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება და მოხმარებისთვის უვარგისი პროდუქციის პარტია განადგურდა. ინფორმაციას Zerkalo.az ავრცელებს.
რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წელს აზერბაიჯანმა 20 504 000 დოლარის ღირებულების 48 345 ტონა კარტოფილი გაიტანა ექსპორტზე, 2023 წელთან შედარებით, კარტოფილის ექსპორტი რაოდენობრივად 22 848 ტონით (32%), ხოლო ფულადი თვალსაზრისით, 10 426 000 დოლარით (34%) შემცირდა.
2023 წელს აზერბაიჯანმა ექსპორტზე 30 930 000 დოლარის ღირებულების 71 192 ტონა კარტოფილი გაიტანა.
იხილეთ აგრეთვე: კარტოფილის მოსავლის გაუმჯობესების აგროტექნიკური მეთოდები