ნუშის მასიური ბაღები ქვემო ბოდბეში და ორგანული მეურნეობა

ნუში, ბიოაგრო, ორგანული

ქვემო ბოდბეში არსებულმა მეურნეობამ, კომპანია „ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრთან“ თანამშრომლობით, ფართობების ნაწილი ორგანულ მეურნეობაზე გადაიყვანა და უკვე აწარმოებს ორგანულად სუფთა პროდუქტებს.

კომპანია „ბიოაგრო“ მოკლედ გვიყვება იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ბაღში უკვე გატარდა.

„450 ჰექტარზე გაშენებულ ნუშის ბაღებში 20 000 ნერგის დარგვისას, ძირებში, ნიადაგთან შერევით, გამოვიყენეთ ორგანულ – მინერალური სასუქი „ბიომიქსი“.

თითოეულ ძირზე, ნიადაგთან გადარევით, 150 – 200 მლ.ლიტრი სასუქი გამოვიყენეთ.

აღსანიშნავია, რომ ფერმერმა წინა წელს გადაწყვიტა „ბიომიქსი“ ჯერ რამდენიმე ნერგზე გამოეყენებინა, მიღებული შედეგით კმაყოფილმა კი წელს, გაზაფხულის დადგომისთანავე, პირველი ოპერაციები ბაღში სწორედ “ბიომიქსით” დაიწყო.

ამასთანავე, წინა წელსვე, მცირე ფართობზე გამოვიყენეთ ინსექტოაკარიციდი – ნიმის ზეთი. წელს ნიმის ზეთით უკვე მთლიანი ფართობები დამუშავდა და აღნიშნულ პრეპარატთან ერთად, წამლობისას შევიდა „ბიოაგროს“ წარმოებული პრეპარატები – ორგანული ფუნგიციდი „აგროკატენა“ და ორგანული ინსექტიციდი „ტურინგენი“.

გამოყენების დოზები შემდეგი იყო:

• ნიმის ზეთი – 0,5 – 1% სამუშაო ხსნარი;
• ტურინგენი – 2%-იანი სამუშაო ხსნარი;
• აგროკატენა – 2%-იანი სამუშაო ხსნარი.“

იხილეთ დეტალური სტატიები აღნიშნული ბიოპრეპარატების შესახებ

• ბიომიქსი – 
• ნიმის ზეთის –
• ტურინგენი –
• აგროკატენა –

ვრცლად იხილეთ ვიდეო:

კომპანია „ბიოარგო“ პერიოდულად განახლებულ ინფორმაციას მოგვაწვდის მიღებული შედეგებისა და შემდეგი ღონისძიებების შესახებ.

ინფორამცია მოგვაწოდა კომპანიამ „ბიოაგრო“.

თქვენი რეკლამა