ამერიკელები უზბეკეთს აგროტურიზმის განვითარებაში დაეხმარებიან

უზბეკეთი, აგროტურიზმი, ამერიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) გამოაცხადა კონცეპტუალური განცხადებების მიღების შესახებ, უზბეკეთის კერძო აგროტურისტულ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ადგილობრივი და რეგიონალური ტურიზმის განვითარებით არიან დაკავებული, იუწყება Podrobno.uz.

შერჩევა ხორციელდება „აგრობიზნესის განვითარების ფონდის“ მიერ, რომელიც USAID-მა დააარსა.

„გლობალური მასშტაბით, აგროტურიზმი ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, წარმოადგენს რა დამატებით შემოსავლის წყაროს მცირე სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისა და ფერმერული მეურნეობებისთვის, ამასთან აგროტურიზმი აუმჯობესებს სოფლის ინფრასტრუქტურას და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

უზბეკეთში, სადაც თითქმის ნახევარი მოსახლეობა სოფლად ცხოვრობს, აგროტურიზმს დიდი პოტენციალი აქვს და ის შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი სოფლის განვითარებაში, აღნიშნეს აშშ-ს უზბეკეთის საელჩოში.

ადგილობრივი საწარმოების მხარდასაჭერად, აგროტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შექმნისთვის, ფონდმა გამოაცხადა კონცეპტუალური განცხადებების შერჩევის შესახებ და გადაწყვეტილი აქვს საქმიანობის თანადაფინანსება, რომელიც მიმართული იქნება გაყიდვების, ტურისტების ვიზიტების რაოდენობის და ქალთა და ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისკენ.

USAID- ის აგრობიზნესის განვითარების პროექტი ხუთწლიანია და უზბეკეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს  კერძო სექტორის როლის გაზრდას ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ახალი ტექნოლოგიების და მართვის მეთოდების დანერგვით, პროდუქტების წარმოების მთელ ჯაჭვში.

თქვენი რეკლამა