ყაზახეთში, 2025 წლის ბოლომდე 1000 ჰექტარზე ზეთისხილის ბაღების გაშენება იგეგმება.
ზეთისხილის მოშენების პროექტს ყაზახური კომპანიები QVM Technology, Ordabasy Group და Ervira ქართულ კომპანია Olive Georgia-სთან ერთად ახორციელებენ. პირველი 6080 ნერგი უკვე დაირგო, წინასწარი შედეგებით, 99,7%-მა აჩვენა გადარჩენის კარგი მაჩვენებელი. მოსავლის აღება ხუთ წელიწადში იგეგმება.
ყაზახეთში, 2023 წელს, დაიწყო პროექტი ზეთისხილის ხეების ექსპერიმენტული დარგვის შესახებ ჟეტისუს, თურქესტანისა და მანგისტაუს რეგიონებში. პირველი მოსავალი ხუთ წელიწადშია მოსალოდნელი და უკვე მზადდება ზეთისხილის გადამუშავების გეგმები, იუწყება EastFruit.
გარდა ამისა, ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის გაზაფხულზე ესპანეთიდან და თურქეთიდან შემოტანილი ნერგები დაირგო.
2025 წლის ბოლოსთვის, ElDala.kz-ის ცნობით, ყაზახური კომპანიები გეგმავენ ზეთისხილის ნერგების დარგვას 1000 ჰექტარ ფართობზე. ხოლო 2030 წლისთვის QVM Technology LLP გეგმავს ზეთისხილის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნას და ზეითუნის ზეთის წარმოებას.
„ესპანეთის კორდობის უნივერსიტეტის პროფესორის, პაბლო მორელოს ხელმძღვანელობით ნიადაგის, კლიმატის და მეტეოროლოგიური მონაცემები შეგროვდება და გაანალიზდება“, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
იხილეთ აგრეთვე: ზეთისხილი (Olea) – ზეთისხილის დარგვა