უზბეკეთი ჩინეთის ბაზარზე ზაფრანას მიწოდებას შეძლებს

ზაფრანა

ჩინეთი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზრის მქონე ქვეყანა, უზბეკურ ზაფრანას (шафран; Crocus sativus L.) უღებს კარს.

რამდენიმეწლიანი სიღრმისეული და ანალიტიკური კვლევის შემდეგ, უზბეკეთისა და ჩინეთის უწყებათაშორისი კომისიის დასკვნის მიხედვით, ზაფრანამ მიიღო შესაბამისი ნებართვა.

უზბეკეთში ზაფრანას წარმოების განვითარებით, მისი ექსპორტის გეოგრაფიაც ფართოვდება. ამ წლის დასაწყისში, BMB Za’faron-მა მიიღო USDA Organic სერთიფიკატი, რაც საშუალებას აძლევს უზბეკეთის ზაფრანს შევიდეს ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებზე.

წყარო: dunyo.info

იხილეთ აგრეთვე: ზაფრანა – კულტურა, სახეობები, გამოყენება

თქვენი რეკლამა