მტირალას ეროვნული პარკის ეკოტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
სამუშაო შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მტირალას ეროვნული პარკის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეკოტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი წარმოადგენს დაცული ტერიტორიის უახლოესი 10 წლის ზოგად ხედვას, რომელიც ითვალისწინებს მოკლევადიან აქტივობებს დასახული მიზნის მისაღწევად.
აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და მოსახლეობის ჩართულობა, რათა სწორად მოხდეს საჭირობების და შესაძლო მიდგომების განსაზღვრა.
მტირალას ეროვნული პარკის გენერალური გეგმის პროექტი შემუშავებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში.
ეკოტურიზმის განვითარების გენერალური გეგმა, ჯამში, 17 დაცული ტერიტორიისთვის შემუშავდება. დოკუმენტის შექმნაზე იმუშავა შპს „ჯეონეიჩარ კორპორაციამ“, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.