მოცვის კულტურა ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტად სწრაფად ყალიბდება. მისი საექსპორტო პოტენციალი არ ისაზღვრება რომელიმე ერთი ქვეყნით, არამედ კულტურას გააჩნია ფართო გეოგრაფიული არეალი, არაბული ქვეყნებიდან დაწყებული ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით.
ამ კულტურის სამრეწველო გაშენება დაახლოებით 10 წლის წინა დაიწყო მაგრამ, მასიური ხასიათი 2016 წლიდან შეიძინა. მაგალითისთვის 2011 წელს გაშენებული მოცვის სამრეწველო პლანტაციების ჰექტარაჟი 40-50-ს არ აღემატებოდა, ხოლო დღეისათვის 1 წელზე მეტი ასაკის პლანტაციების ჰექტარაჟი 3000ჰა-ს აღწევს და გაშენების პროცესი სწრაფი ტემპებით გრძელდება.
2017 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო კარტლისის აკადემიამ. ამოქმედების დღიდან აკადემია ფართოდ ჩაერთო მოცვის მოვლა-მოყვანის თანამდევროვე ტექნოლოგიური პროცესების სწავლების საქმეში. აკადემიაში სწავლების პროცესში ჩართულ ფერმერებთან ურთიერთობამ გამოავლინა ის მიმართულებები, რომლის შესწავლა მათ დამოუკიდებლად უჭირდათ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იმ დროისათვის არ არსებობდა მეტნაკლებად პრაქტიკაში გამოსადეგი ინსტრუქციათა კრებული და ფერმერებს ხშირად საკუთარი ან ნაცნობი ფერმერების მიერ დაშვებულ შეცდომებზე დაყრდნობით უწევდათ სწავლა-განვიტარება, მაგრამ მრავლად ადგილი ჰქონდა გამოუსწორებელი შეცდომების დაშვების შემთხვევებსაც.
რადგან ქვეყანაში არ არსებობდა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალება, ამ ამოცანის შესრულება კარტლისის აკადემიამ იკისრა, მისი მაღალკვალიფიციური პერსონალისა და ცნობილი უცხოელი სპეციალისტების დახმარებით, კერძოდ, ფერმერთა განათლების პროგრამების შედგენასა და სწვალებაში აქტიურად არიან ჩართული ისეთი მსოფლიოში ცნობილი კომპანიების სპეციალისტები როგორიცაა ესპანური კომპანია „SAS“-ს და ჰოლანდიური კომპანია „დელფი“. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოწინავე ქვეყნებში მიმდინარეობს განუწყვეტელი მუშაობა მოცვის როგორც ახალი ჯიშების გამოყვანის, ასევე მოვლა-მოყვანის ახალი ტექნოლოგიური პროცესების შექმნის საქმეში. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ გაიზარდოს მიღებული მოსავლის როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლები პროდუქტის თვითღირებულების შემცირების პირობებში.
სწორედ ამიტომ აკადემიის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ ქართველი ფერმერები არ ჩამორჩნენ ამ უახლეს მიღწევებს და არ გახდნენ არაკონკურენტუნარიანები მსოფლიო ბაზარზე მითუმეტეს, რომ საქართველოში მოყვანილი მოცვის 95%-ზე მეტი გამიზნულია სწორედ საექსპორტოდ.
კარტლის აგროსისტემებმა 2022 წლის გაზაფხულზე კვლევა ჩაატარა. წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის სფეროში მოკლევადიანი მომზადების პროგრამების შემუშავების საჭიროების დადგენა იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის და გურიის რეგიონში, კონკრეტულ კულტურებთან მიმართებაში მათი ინტერესი, შრომის ბაზარზე დამსაქმებლების მხრიდან არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების შეფასება.
კვლევა მიმდინარეობდა 2022 წლის 10 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით. კვლევა განხორციელდა რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტების გამოყენებით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 40-მა რესპონდენტმა, მათი 87.5% მამრობითი სქესის წარმომადგენელია, ხოლო 12.5 % მდედრობითი.
კვლევაში მონაწილე პირები ასაკობრივად გადანაწილდნენ შემდეგი სახით:
რესპოდენტების მხრიდან რეგიონის კონტექსტში გამოიკვეთა შემდეგი კულტურების მიმართ ინტერესი: ბოსტნეული, ვაზი და მოცვი.
გამოკითხულთა 57,5 % ეწევა ფერმერულ მეურნეობას, ხოლო 42.5 % აქვს დიდ ზომის ფერმერული მეურნეობა.
გამოკითხულთა 100 % ეთანხმება დებულებას, რომ კონკრეტულ კულტურასთან მიმართებაში მოთხოვნადია ფერმერული საქმიანობის წარმართვის მიზნით შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირი.
გამოკითხვის ფარგლებში რესპოდენტების მხრიდან შეფასდა დარგობრივ ჭრილში საჭირო კომპეტენციები, რაც პროგრამის შემუშავების ეტაპზე იქნა გათვალისწინებული.
კვალიფიციურ კადრზე მოთხოვნის მიზნით დიდ ფერმერული მეურნეობების მხრიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ მუდმივად დასაქმებულია 15 – დან 55 პირი, ხოლო სეზონურად, რაც ითვალისწინებს გაშენების, მოვლის და მოსავლის აღების პერიოდს, სხვადასხვა კულტურასთან მიმართებაში 150 – 250 პირი.
კითხვაზე ,,თუ ხართ პოტენციური დამსაქმებელი, გთხოვთ გვიპასუხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ფორმალური განათლების მქონე პირის დასაქმება, რომელს ექნება ფერმერისთვის საჭირო ცოდნა და უნარები“, გამოკითხულთა შეფასება გადანაწილდა შემდეგნაირად:
არსებული მონაცემების შეჯერების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტულ კულტურებთან მიმართებაში (მოცვლი, ვაზი, ბოსტნეული) გამოკითხულ რეგიონებში არის კვალიფიციურ კადრზე საჭიროება როგორც დიდ ფერმერულ მეურნეობებში დასაქმების მიზნით, ასევე საკუთარი შინა მეურნეობის წარმართვის მიზნით.
სწორედ ეს მონაცემები ჩაეყარა საფუძვლად კარტლისის მიერ აკადემიის ჩმაოყალიბებას რომელიც მუფმივად ავითარებს დარგში ახალ მიდგომებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს, ყოველწლიურად ეცნობა უცხოურ გამოცდილებას და მიღებულ ცოდნას კვლავ ქართველ ფერმერებს უზიარებს.
კარტლისის აკადემიაში სწავლების მსურველებს შეგიძლიათ ჩაეწეროთ თქვენთვის სასურველ კურსზე ჩვენს ფილიალებში, რათა გაიღრმავოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“ http://www.cartlis.ge/