
მოლდოვაში არომატული და სამკურნალო მცენარეების სექტორი რამდენიმე ათწლეულის წინ ძალიან განვითარებული იყო.
1980-იან წლებში ქვეყანაში არომატული ზეთების 11 ქარხანა და წარმოების ხაზი ფუნქციონირებდა. დროთა განმავლობაში, დამუშავებული ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა (დაახლოებით 20-ჯერ).
ვალერიუ ჩიორბა უკვე რამდენიმე წელია ცდილობს კიშინიოვთან ახლოს „არომატიზებული“ ბიზნესის განვითარებას. მას 8 ჰექტარი მიწა აქვს, რომელზეც ლავანდა აქვს დარგული.
ფერმერმა განაცხადა, რომ მოლდოვაში ლავანდის მწარმოებლები რიგ პრობლემებს აწყდებიან, როგორიცაა ქარხნებში გადამუშავების მაღალი ღირებულება და რეალიზაციის მცირე ბაზარი.
თუმცა, მან თავისთვის ლავანდის პოტენციალის მაქსიმიზაცია და „იისფერ ოქროს“ ბაზაზე, როგორც ლავანდასაც უწოდებენ, კოსმეტიკური საშუალებების მრავალფეროვანი ასორტიმენტი წარმოება დაისახა მიზნად. ამავდროულად, გარკვეული მოგება მოაქვთ ვიზიტორებს და ლავანდის ველზე ფოტოების გადასაღებად მოსულ სტუმრებს, აღნიშნავს Noi.md.
„2000-იან წლებში, გადავწყვიტეთ, ჩვენს მინდორში ლავანდა დაგვერგა, რათა ადამიანებს საშუალება ჰქონოდათ, ჩვენთან მოსულიყვნენ, ფოტოები გადაეღოთ და ბუნებაში დაესვენათ. აქედან მიღებული შემოსავლები ჩვენი მეურნეობის მხარდაჭერაა“, – ამბობს ვალერი ჩიორბა. ფერმერმა ასევე განაცხადა, რომ წელს გაზაფხულზე მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი ისტორიაში პირველად ყინვამ დააზარალა.
გასული საუკუნის ბოლოს მოლდოვას რესპუბლიკაში არომატული და სამკურნალო მცენარეების 200 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი იყო. დღეს, ოფიციალური მონაცემებით, ისინი 8500 ჰექტარამდეა შემცირებული, არაოფიციალური მონაცემებით კი, დაახლოებით 10 000 ჰექტარზეა საუბარი, აცხადებს მოლდოვას რესპუბლიკის არომატული მცენარეების მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ვიქტორ მელნიკი.
იხილეთ აგრეთვე: ლავანდა (ლავანდი) ეთერზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე