მოლდოვაში ორგანული პროდუქტებით ვაჭრობას ამარტივებენ

მოლდოვა, ორგანული, პროდუქტები

მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობამ დაამტკიცა რეგულაციები ორგანული პროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის შესახებ.

ორგანული წარმოების მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა გაუმჯობესდება და შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან, რაც ხელს შეუწყობს ორგანული პროდუქტებით ვაჭრობას და გაყიდვების ბაზრების დივერსიფიკაციას.

მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის ცნობით, დოკუმენტი, არეგულირებს ორგანული პროდუქტების ოფიციალური ტრანსპორტირების ინსპექტირებას და ინსპექტირების ოქმის გაცემას, ასევე ადგენს შემთხვევებს, როდესაც ორგანული პროდუქტები თავისუფლდება სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ოფიციალური შემოწმებისგან. ამავდროულად, დაზუსტებულია ის ქმედებები, რომლებიც უნდა განახორციელონ ხელისუფლებამ რისკების გამოვლენის შემთხვევაში.

ასევე განახლდა ეროვნული სასაქონლო ნიშნის „ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა – მოლდოვას რესპუბლიკა“ გამოყენების დებულება. როგორც MOLDPRES განმარტავს, ძირითადი ცვლილებები ეხება ბიომეურნეობის სფეროში უკვე სერტიფიცირებული ოპერატორების მიერ ახალ პროდუქტზე ეროვნული ნიშნის გამოყენების პროცედურის გამარტივებას. ოპერატორებს ასევე შეეძლებათ მოითხოვონ დამტკიცების გაგრძელება მომდევნო წლისთვის, თუ პროდუქტის ეტიკეტი მნიშვნელოვნად არ შეიცვალა.

დღეისათვის ეროვნული სასაქონლო ნიშნის გამოყენების 13 ნებართვა გაცემულია ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის სფეროში შვიდ სერტიფიცირებულ ეკონომიკურ აგენტზე. ეს ეხება შემდეგ პროდუქტებს: მცენარეული ჩაი, სუფრის ყურძენი, ღვინო, ლავანდის ზეთი და ნიგოზი.

იხილეთ აგრეთვე: რა არის ორგანული სოფლის მეურნეობა

თქვენი რეკლამა