მოლდოვამ ევროკავშირში კაკლის ექსპორტი თითქმის გააორმაგა

მოლდოვა, კაკლის, ექსპორტი

მოლდოვადან კაკლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თითქმის გაორმაგდა. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკური განვითარების მინისტრმა დიმიტრი ალაიბამ განაცხადა, იუწყება Noi.md.

ვიცე პრემიერის თქმით, 2024 წლის პირველ 7 თვეში მოლდოვამ ევროკავშირის ბაზარზე დაახლოებით 7 ათას 335 ტონა კაკალი გაიტანა, რაც 94,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტოპ ქვეყნები, რომლებშიც მოლდოვა კაკლის ექსპორტს ახორციელებს: გერმანია – 61,7% (მთლიანი მოცულობის), რუმინეთი – 9,4%, საფრანგეთი – 8,7%.

„ეს შესანიშნავი ნახტომი აღნიშნავს არა მხოლოდ ჩვენი პროდუქციის ხარისხს, არამედ ჩვენი ფერმერების შრომისმოყვარეობას. ჩვენ სწორ გზაზე ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია და ჩვენ წარმატებას მივაღწევთ“, – წერს დიმიტრი ალაიბა.

იხილეთ აგრეთვე: კაკალი – დარგვა, გამრავლება, მოვლა, ბაღის გაშენება

თქვენი რეკლამა