მოლდოვამ ექსპორტზე 12 ათასი ტონა გარგარი გაიტანა

მოლდოვა, გარგარი, ექსპორტი

მოლდოველმა მებაღეებმა ამ სეზონზე გარგარის რეკორდული მოცულობის ექსპორტი განახორციელეს.

ამ სეზონზე მოლდოვამ რეკორდული მოცულობის 12 ათასი ტონა გარგარი გაიტანა, ეს სამჯერ მეტია 2023 წელთან შედარებით – 4 ათასი ტონა, უნდა აღინიშნოს, რომ  2022 წელს გარგარის ექსპორტი 7,5 ათასი ტონა იყო.

ამ მოცულობის 10 ათას ტონაზე მეტი ევროპული ქვეყნების – პოლონეთის, რუმინეთის, ხორვატიის, ნიდერლანდების, გერმანიის, სლოვენიის ბაზრებს მიეწოდება.

მოლდოვური გარგარი შეხვდებოდით როგორც საბითუმო ბაზრებზე, ასევე სათანადოდ შეფუთულს და სერტიფიცირებულს, ევროკავშირის უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელების თაროებზე, იუწყება EastFruit.

თუ 2020 წელს მოლდოვას რესპუბლიკიდან გარგარის მარაგის 85% იგზავნებოდა ევრაზიის საბაჟო კავშირის (ECU) ქვეყნებში, 2024 წლის სეზონში ექსპორტირებული გარგარის მხოლოდ 13% შევიდა ECU ქვეყნებში, რაც ბაზრების დივერსიფიკაციაზე მიუთითებს.

ექსპორტიორები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის იმპორტიორების მხრიდან გარგარზე მოთხოვნა ამ სეზონზე საგრძნობლად გაიზარდა, რაც მოლდოვაში გარგარის კარგ მოსავალს დაემთხვა.

იხილეთ აგრეთვე: გარგარი – დარგვა, გასხვლა, მოვლა, ჯიშები

თქვენი რეკლამა