ჩაქვის სანერგეში ციტრუსის მყნობის პროცესი მიმდინარეობს

მყნობის, პროცესი

აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში, აქტიურად მიმდინარეობს ტრიფოლიატის საძირეებზე ციტრუსის სხვადასხვა სახეობის და ჯიშების მყნობის პროცესი.

მყნობის პროცესს აგდილზე გაეცნენ აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე და დირექტორის მოადგილე იოსებ აბულაძე.

სანერგე მეურნეობაში ტრიფოლიატის საძირეებზე დაემყნობა ციტრუსოვანთა შემდეგი სახეობის კვირტები:

→ მანდარინი;
→ ქართული ლიმონი;
→ მეიერი;
→ ვაშინგტონ ნაველი;
→ გრეიპფრუტი.

წყარო: აგროსერვის ცენტრი

იხილეთ აგრეთვე: ციტრუსის ნერგების გამოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა