მოლდოვაში სუფრის ყურძნის მოსავალი 30%-ით ნაკლები იქნება

მოლდოვაში, სუფრის, ყურძნის, მოსავალი

მევენახეობის მოლდოველმა ექსპერტებმა გადახედეს თავიანთი პროგნოზებს მიმდინარე წლისთვის და ვარაუდობენ, რომ სუფრის ყურძნის მოსავლი შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 30%-ით ნაკლები იქნება, იტყობინება EastFruit.

მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულზე ვენახების მდგომარეობა კარგად შეფასდა, გვალვამ მოსავალზე საგრძნობლად იმოქმედა.

ამჟამად, newtv.md-ის ცნობით, ბაზარზე სუფრის ყურძენი ჯიშის მიხედვით, კილოგრამი 15-დან 25 ლეიმდე ღირს (2.3 – 3.85 ლარი). 2023 წელს მოლდოვამ 100 000 ტონა სუფრის ყურძენი აწარმოა, საიდანაც ნახევარზე მეტი ექსპორტზე გავიდა.

თქვენი რეკლამა