
უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის უახლესი მონაცემებით, 20 მარტის მდგომარეობით, 2024/25 მარკეტინგული წლის დასაწყისიდან, უკრაინამ ექსპორტზე 31,504 მილიონი ტონა მარცვლეული გაიტანა.
მხოლოდ მიმდინარე თვეში 2,322 მილიონი ტონა იქნა ექსპორტირებული, იტყობინება უკრაინის აგრარული პოლიტიკის სამინისტროს პრესსამსახური.
გასული წლის იმავე პერიოდის, მთლიანი ექსპორტის მაჩვენებელი იყო 32,851 მილიონი ტონა იყო, ხოლო მარტის – 3,181 მლნ ტონა.
კერძოდ, მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან ექსპორტირებულია:
- ხორბალი – 12,726 მლნ ტონა (2023/24 მწ – 13,072 მლნ ტონა);
- ქერი – 2,193 მლნ ტონა (1,889 მლნ ტონა);
- ჭვავი – 10,8 ათასი ტონა (1 ათასი ტონა);
- სიმინდი – 16,102 მლნ ტონა (17,603 მლნ ტონა).