მაროკო აშშ-ში მოცვის ექსპორტის ზრდას აგრძელებს

მოცვი, მაროკო, აშშ

მაროკო აძლიერებს თავის პოზიციებს გლობალურ ახალი მოცვის ბაზარზე და  შეერთებულ შტატებში ექსპორტის მხრივ შთამბეჭდავ ზრდას აჩვენებს.

აშშ-ის აღწერის ბიუროს Global Trade Tracker-ის მონაცემებით, მაროკოული მოცვის შესყიდვებმა შეერთებულ შტატებში 2024/25 წლების იანვარ-მარტის სეზონზე უკვე მიაღწია რეკორდულ 525 ტონას, რაც თითქმის 5 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.

უფრო მეტიც, ეს მოცულობები აღემატება წინა ოთხივე სეზონის ჯამურ შედეგებს.

მაროკოდან მოცვის მიწოდების მიმდინარე სეზონის განსაკუთრებული მახასიათებელი აშშ-ში ექსპორტის ადრეული დაწყება იყო. პირველი მიწოდებები 2025 წლის იანვარში დაიწყო და ძირითადი მოცულობა მარტში შესრულდა, თუმცა მანამდე, სწორედ მარტი იყო ის თვე, როდესაც მაროკოდან ამერიკის ბაზარზე მიწოდებები იწყებოდა.

ბოლო სეზონების განმავლობაში იმპორტის მოცულობის რყევების მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოცვის მოხმარება სტაბილურ ზრდას აჩვენებს, რასაც EastFruit-ის ანალიტიკოსებიც ადასტურებენ.

მოცვის პოპულარობას ჯანსაღი კვებისადმი ინტერესი და მოცვის, როგორც საჭმლის, დესერტისა და კულინარიული პროდუქტის, მრავალფეროვნება განაპირობებს. მაროკო ამ ტენდენციას იყენებს და კენკრის შეთავაზებით იმ დროს სარგებლობს, როდესაც სამხრეთ ამერიკიდან მიწოდებები თანდათან მცირდება.

შეერთებულ შტატებში მოცვის მთავარი ექსპორტიორი პერუა. მნიშვნელოვანი მოცულობები ასევე იმპორტირებულია მექსიკიდან, ჩილედან და კანადიდან. 2024/25 წლების სეზონზე მაროკო ერთადერთი ქვეყანა იყო ამერიკის (ჩრდილოეთის და სამხრეთის) გარეთ, რომელიც წარმოდგენილი იყო აშშ-ს ბაზარზე.

წყარო: east-fruit.com

თქვენი რეკლამა