2026 წლის პირველ ოთხ თვეში საქაართველოდან ექსპორტირებულია 479 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 226 ტონა ლოკოკინა.
წინა წლის შესაბამის პერიოდში ლოკოკინას ექსპორტი 54 ტონას შეადგენდა, 71 ათასი აშშ დოლარის ღირებულებით. მიმდინარე წელს ექსპორტირებული ლოკოკინას რაოდენობა გაზრდილია 319%-ით, ღირებულება კი 576%-ით.
საშუალო საექსპორტო ფასი 61%-ით გაიზარდა.
2026 წლის მონაცემებით, ლოკოკინები ექსპორტირებულია თურქეთში (198 ტონა) და საფრანგეთში (28 ტონა).
ლოკოკინას ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2025 წელს ექსპორტირებული ლოკოკინას რაოდენობამ 571 ტონა შეადგინა, რაც 2.1-ჯერ აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს.
ლოკოკინას (ჰელიკულტურის) მოშენების ტექნოლოგიური პროცესები

